“მე – ლეგენდა” – (ეპიზოდი)
2007 წელს დიდი ამერიკელი კინორეჟისორისა და კლიპმეიკერის – ფრენსის ლორენსის მიერ,გამოჩენილი ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის რიჩარდ მეტისონის რომანის – “მე – ლეგენდა”-ს მიხედვით გადაღებული იქნა ამავე სახელწოდების მქონე მხატვრული ფილმი,რომელშიც მთავარ როლს შესანიშნავი ამერიკელი მსახიობი და ჰიპ-ჰოპის მუსიკალური ჟანრის შემსრულებელი – უილ სმიტი თამაშობს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ფილმში,უილ სმიტის პარტნიორს წარმოადგენს გერმანული ნაგაზი,სახელად – სემი (სამანტა).ფილმის გადაღებებისას,უილ სმიტზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა პარტნიორმა-მსახიობმა ნაგაზმა,რომ,როგორც კი გადაღებები დასრულდა,ის უმალვე დაუკავშირდა სემის მეპატრონეს და საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზა იმისათვის,რომ იგი მისთვის მიეყიდა.ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და თანხის გაზრდის მიუხედავად,სემის მეპატრონემ გერმანული ნაგაზის მიყიდვაზე უილ სმიტს მაინც უარი განუცხადა,რამაც ამერიკელი მსახიობი ერთობ გაანაწყენა.საბოლოო ჯამში,ამერიკელმა მსახიობმა ვერ შეძლო სემის ყიდვა,თუმცა გულახდილად აღიარა,რომ იგი მისი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პარტნიორი გახლდათ თავისი ხანგრძლივი სამსახიობო კარიერის განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი)
კადრი ფილმიდან – “მე – ლეგენდა” (უილ სმიტი და მისი პარტნიორი-მსახიობი – სემი)