ბექა ქურხულის მოთხრობიდან – “მუსალაქი”
” – უღმერთო საბჭოელები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ,ისლამის მიწიდან – ჩვენი სამშობლოდან,ავღანეთიდან გასულიყვნენ.ამ ამბავმა ბევრ მართლმორწმუნეს მცდარი აზრები აღუძრა,თითქოს ჩვენ გავიმარჯვეთ და გაამაყდა.ლოცვას და ფიქრს მოუკლო.უნდა ვიცოდეთ,რომ ჩვენ კი არ გავიმარჯვეთ,არამედ რუსები დამარცხდნენ და ისინი სწორედ თავისმა უღმერთობამ დაამარცხა. (ავტორი გენია.ჯი) ღმერთთან ბრძოლა მოიწადინეს.ვერავინ,ვინც ღმერთთან ბრძოლა გაივლო გულში,სასინელ სასჯელს და სამსჯავროს ვერ გადაურჩა.ვერც აქ და ვერც იმ ქვეყნად”.
* * *
“მართალი უთქვამს შიიტების მთავარ იმამს: დიდი ბრიტანეთი ამერიკაზე უარესია,ამერიკა – დიდ ბრიტანეთზე,საბჭოთა კავშირი კი ორივეზეო”.
* * *
“კაცს ღმერთმა ჭკუა იმისთვის მისცა,რომ კეთილი საქმის სასარგებლოდ გამოიყენოს”.
* * *
“ვინც თავისი საქციელით ხარობს და უყვარს,როდესაც იმისთვის აქებენ,რაც არ ჩაუდენია და არ გაუკეთებია,ვერასოდეს მტკივნეულს სასჯელს ვერ აირიდებს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ინშალლაჰ,სიკვდილს ვესწრაფვით და გვახარებს,მაგრამ მაინც არ ვიცით დარწმუნებით,ალლაჰი,დიდება მის სახელს,სამოთხის მადლსა ნათელს გვაღირსებს თუ არა…”
* * *
“რამდენიც არ უნდა ილოცო,სხვაზე მეტი ლოცვით სხვის მადლს მაინც ვერ ეზიარები”. (ავტორი გენია.ჯი)