რობერტ შუმანის საფოსტო მარკა – “ეპიზოდი”
1956 წელს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში,გენიალური გერმანელი კომპოზიტორის,პიანისტისა და მუსიკათმცოდნის – რობერტ შუმანის გარდაცვალებიდან ასი წლის აღსანიშნავად,სპეციალურად იქნა დაბეჭდილი და გამოცემული საფოსტო მარკები.მათზე გამოსახული გახლდათ რობერტ შუმანის პორტრეტი,ხოლო პორტრეტის უკანა ფონზე კი მუსიკალური ნოტები. (ავტორი გენია.ჯი) ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება.კერძოდ,დაკვირვებულმა ფილატელისტებმა და გერმანელი კომპოზიტორის თაყვანისმცემლებმა აღმოაჩინეს,რომ საფოსტო მარკებზე დატანილი ნოტები არ მიეკუთვნებოდა შუმანის მიერ დაწერილ არც ერთ მუსიკალურ კომპოზიციას.როგორც დადგინდა,აღნიშნული მუსიკალური ნაწარმოები,ბრწყინვალე ავსტრიელი კომპოზიტორის – ფრანც პეტერ შუბერტის მიერ იქნა დაწერილი იოჰან ფოლფგანგ ფონ გოეთეს ერთ-ერთი ლექსის მიხედვით.მას შემდეგ,რაც ეს ფაქტი გახმაურდა,საფოსტო მარკები უმალვე ამოიღეს ხმარებიდან.რამდენიმე თვეში კი შეცდომა გამოასწორეს და გამოსცეს ისეთი მარკები,სადაც გამოსახული ნოტები ნამდვილად შუმანის კუთვნილება იყო. (ავტორი გენია.ჯი)