ალმასის შესახებ…
ალმასი – წარმოადგენს ნახშირბადის კუბური ალოტროპიული ფორმის მქონე ერთ-ერთ უძვირფასეს ბუნებრივ მინერალს,რომელსაც ძალუძს განუსაზღვრელად დიდი ხნის განმავლობაში იარსებოს.ძველი ბერძნები ალმასს – “ღვთის ცრემლებად” და “ვარდნილი ვარსკვლავების ნამსხვრევებად” განიხილავდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ კოსმოსში მართლაც არსებობს ისეთი სახის ვარსკვლავები,რომლებიც მხოლოდ ალმასის მინერალისაგან შედგებიან.მიუხედავად იმისა,რომ ალმასის სახელი,ბრილიანტის სამკაულებთან ასოცირდება,მისი პირველი დანიშნულება აბსოლუტურად სხვა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ადამიანი ალმასს თავდაპირველად არა ძვირფასი სამკაულების დასამზადებლად,არამედ სამრეწველო მიზნებისათვის გამოიყენებდა.ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის – პიტერ ლუს კვლევების შედეგად დადგინდა,რომ ამ უძვირფასეს ბუნებრივ მინერალს ჩველი ჩინელები ჯერ კიდევ 4 500 წლის წინათ გამოიყენებდნენ.სწორედ მისი საშუალებით ამუშავებდნენ ისინი უძველეს საცერემონიო დანიშნულების მქონე ნაჯახებს,რომლებიც თავის მხრივ დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მყარი მინერალის – კორუნდისაგან მზადდებოდნენ.კორუნდის დამუშავება კი მხოლოდ და მხოლოდ ამ უმტკიცესი ბუნებრივი მინერალით იყო შესაძლებელი.მოგვიანებით,ალმასისაგან – ნეფრიტის ქვის დამუშავებაც დაიწყეს.აღნიშნული იდეა ჩინელებს ჯერ კიდევ 1 000 წლით ადრე მოუვიდათ გონებაში,ვიდრე იგი საყოველთაოდ იქნებოდა გავრცელებული.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ თანამედროვე სამყაროში,მოპოვებული ალმასის 80% კვლავაც სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენება და მხოლოდ 20%-ს გამოიყენებენ იუველირები ძვირფასი სამკაულების დასამზადებლად. (ავტორი გენია.ჯი)