წმინდა ელენეს კუნძული – “ეპიზოდი”

ატლანტის ოკეანეში მდებარე და დედამიწის ყველაზე მივარდნილ ადგილად აღიარებულმა - წმინდა ელენეს კუნძულმა,რომლის ფართობი სულ რაღაც 122 კვადრატული კილომეტრია,მსოფლიოში იმით გაითქვა სახელი,რომ მასზე 1815 წლის 17 ოქტომბერს,ინგლისელთა გადაწყვეტილებით გადასახლებული იქნა ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხედართმთავარი – ნაპოლეონ ბონაპარტი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ კუნძულზე ნაპოლეონმა შვიდი წელიწადი დაჰყო და იქვე გარდაიცვალა 1821 წლის 5 მაისს (შაბათი დღე) 17 საათსა და 49 წუთზე, 52 წლის ასაკში.იგი დაკრძალული იქნა გერანის ხეობაში.მიუხედავად იმისა,რომ წმინდა ელენეს კუნძული დღემდე დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში იმყოფება,ნაპოლეონის განსასვენებელი ადგილი (გერანის ხეობა) და ის ორი სახლი,სადაც ბონაპარტი ცხოვრობდა – საფრანგეთის კუთვნილ ტერიტორიებად არის აღიარებული და იქ საფრანგეთის ეროვნული დროშებიც არის აღმართული. (ავტორი გენია.ჯი)

ერთ-ერთი სახლი წმინდა ელენეს კუნძულზე,სადაც ცხოვრობდა ნაპოლეონ ბონაპარტი

ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე

ნაპოლეონის საფლავი ულამაზეს გერანის ხეობაში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>