პენ ეტუისლის შესახებ…
პენ ეტუისლი (1908-1932 წლები) – წარმოადგენდა იმ უელსელ მსახიობ ქალს,რომელმაც სახელი გაითქვა არა სამსახიობო ტალანტით,არამედ იმით,რომ “ჰოლივუდის სიმბოლოდ” აღიარებული “H” ასოდან გადმოხტომით დაასრულა სიცოცხლე.ამერიკაში სახოვრებლად გადასული პენის უდიდეს ოცნებას წარმოადგენდა პოპულარული მსახიობი გამხდარიყო და დაიწყო კიდეც მოღვაწეობა ბოსტონში განთავსებულ თეატრალურ სტუდიაში.ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ მისით მოხიბლული გახლდათ ამერიკული კინოსა და ჰოლივუდის ისეთი ცნობილი ვარსკვლავი,როგორიც გახლდათ – ბეტ დეივისი. (ავტორი გენია.ჯი) იგი მოგვიანებით თავის მემუარებში აღნიშნავდა,რომ ძალიან სურდა პენის დამსგავსებოდა. 1932 წელს ეტუისლი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და იქვე დაიწყო თეატრში მუშაობა.ახალგაზრდა გოგონას ოცნება სწორედ ამავე ქალაქში ახდა,რადგან იგი მიწვეული იქნა ერთ-ერთი როლის სათამაშოდ,ხმოვან კინოფილმში – “ცამეტი ქალი”.მიუხედავად იმისა,რომ ფილმში მონაწილეობა მიიღეს იმ პერიოდის დიდმა მსახიობებმა,მის ტესტურ ვერსიას წარმატება წილად მაინც არ ხვდომია.ახალგაზრდა მსახიობ გოგონას კი შეატყობინეს,რომ აღნიშნულ ფილმში მისი როლი შეკვეცილი იქნა,რაც აღნიშნავდა იმას,რომ “ჰოლივუდმა” მას ზურგი აქცია.ასეთმა მოვლენამ პენი სრულ სტრესში ჩააგდო.გარდა ამისა,ქვეყანაში “დიდი დეპრესიის” პერიოდი მძვინვარებდა და სამუშაოს პოვნა თითოეული ამერიკელისათვის დიდი პრობლემა იყო.შესაბამისად,ეტუისლი არა მარტო კარიერული წარუმატებლობის ზღვარზე დადგა,არამედ დიდი ეკონომიკური პრობლემების წინაშეც აღმოჩნდა.საკუთარი თავის წარმოუჩინებლობამ პენი სრულ სასოწარკვეთილებაში გადაისროლა,რამაც თვითმკვლელობისაკენ უბიძგა კიდეც. 1932 წლის 16 სექტემბერს ეტუისლი “ჰოლივუდის სიმბოლოსაკენ” დაიძრა და 15 მეტრი სიმაღლის მქონე ასო “H”-ზე შიდა სამომხმარებლო კიბით ავიდა,რის შემდეგაც გადმოხტა… იგი სამწუხაროდ,ადგილზევე დაიღუპა.პენის ცხედარი,სუიციდიდან ორი დღის შემდეგ იქნა პოლიციის მიერ აღმოჩენილი.მისი გარდაცვალების შემდეგ კი გამოძიებამ ამოიღო ეტუისლის მიერ დაწერილი წერილი,რომელშიც ეწერა: “რა თქმა უნდა – მე ლაჩარი ვარ! მაპატიეთ ყოველივესთვის.ეს,რომ მე უფრო ადრე განმეხორციელებინა,შესაძლოა ბევრი ტკივილისაგან დამეხსნა თავი!” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. იმისათვის,რომ კვლავაც არ განმეორდეს “ჰოლივუდის სიმბოლოდან” გადმოხტომით სუიციდის ჩადენის აქტი,იგი შემოსაზღვრეს და 24 სააათიან რეჟიმში დაიწყეს მისი ვიდეოთვალით გაკონტროლება.
პენ ეტუისლის პირველი როლი პიესაში – “გარეული იხვი”
“ჰოლივუდის სიმბოლო”