“გორდიას კვანძი”
“გორდიას კვანძი” – ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა ფრიგიის მეფის – გორდიას მიერ ურთულესი მეთოდით დახლართულ კვანძს,რომლის შესახებაც ორაკულებს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდათ,რომ თუკი ვინმე მის გახსნას შეძლებდა,აზიის მბრძანებელი გახდებოდა.გავრცელებული და დამკვიდრებული ვერსიის თანახმად, ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში ფრიგიის სამეფო მმართველის გარეშე დარჩა,რის გამოც ფრიგიელებმა რჩევისათვის ორაკულებს მიმართეს.ორაკულებმა კი თავის მხრივ ფრიგიელებს ურჩიეს,რომ მეფედ ის ადამიანი დაესვათ,ვისაც პირველს გადააწყდებოდნენ ზევსის ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე ოთხთვალათი. (ავტორი გენია.ჯი) ეს ადამიანი აღმოჩნდა ერთი უბრალო მიწათმოქმედი,სახელად – გორდია.მას შემდეგ,რაც გორდია მეფედ იქნა არჩეული,დაარსა თავისივე სახელობის დედაქალაქი,რომლის ციტადელში ჩადგა ის ოთხთვალა,რომლის მეშვეობითაც მოიპოვა ძალაუფლება.გარდა ამისა,მანვე გაუკეთა ოთხთვალას უღელს შინდის ხის ქერქისაგან დამზადებული ურთულესი მეთოდით დახლართული კვანძი.ორაკულების წინასწარმეტყველებით,ვინც აღნიშნულ კვანძს გახსნიდა,აზიის მბრძანებელი გახდებოდა.
ძვ.წ.აღ-ით 334 წელს ფრიგიის დედაქალაქს ალექსანდრე მაკედონელი ეწვია.იმ პერიოდის მრავალი მწერალი და ისტორიკოსი ირწმუნებოდა,რომ,როდესაც ახალგაზრდა ალექსანდრე უძველეს ტაძარში შევიდა,მისი დიდი ყურადღება მიიპყრო იმ “გორდიას კვანძმა”,რომლის გახსნაც მანამდე ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლო.რამდენიმეხნიანი დაკვირვების შემდგომ,მაკედონელმა მოულოდნელად ქარქაშიდან ხმალი ამოიღო და ერთი დარტყმით გადაჭრა იგი.სწორედ მაშინ სთქვეს ალექსანდრეს შესახებ ქურუმებმა: “ის დაიპყრობს მსოფლიოს! თუმცა ხმლით და არა დიპლომატიითო”.
ზემოაღნიშნული ისტორია ყველაზე სანდო ვერსიად იყო მიჩნეული საუკუნეების განმავლობაში.თუმცა,აქვე მინდა გაგაცნოთ,ალექსანდრეს არმიის ერთ-ერთი დიადოხის – არისტობულოს კასანდრიელის (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 380-290 წლები) მიერ დაწერილ მემუარებში მოყვანილი ისტორიაც – “გორდიას კვანძის” შესახებ,რომელიც ჩემის აზრით ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას,რადგან სავარაუდოდ,სწორედ ის ახლდა თან მაკედონელს იმ უძველეს ტაძარში,სადაც გაიხსნა ეს ურთულესი მეთოდით დახლართული კვანძი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ისტორიის შესაძლო თვითმხილველი არისტობულოსი გადმოგვცემდა,რომ ალექსანდრემ “გორდიას კვანძი” არა ხმლით გაჰკვეთა,არამედ ჩვეულებრისამებრ ხელით გახსნა.შესაბამისად,თუკი არისტობულოს კასანდრიელს ვენდობით,მაკედონელმა გორდიას მიერ დახლართული კვანძი არა ხმლით (ანუ ძალით),არამედ საკუთარი ინტელექტით გახსნა.არისტობულოსის გადმოცემის მიმართ კი იმიტომ არ გამახვილებულა სათანადო ყურადღება,რომ მის მიერ დაწერილი მემუარები დროთა განმავლობაში უგზო-უკვლოდ იქნა დაკარგული.ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ არისტობულოსი,რომელიც თან ახლდა ალექსანდრე დიდს აზიის დაპყრობისას,შესაძლოა სრულ სიმართლესაც გადმოგვცემდეს,რადგან იგი ხშირ შემთხვევებში იმყოფებოდა გენიალური მხედართმთავრის გვერდით.მიუხედავად ამისა,”გორდიას კვანძი”-ს ხმლით განკვეთის ვერსია,მაინც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვერსიად განიხილება დღემდე.თანამედროვე სამყაროში კი “გორდიას კვანძი” ასოცირდება გამოუვალ მდგომარეობასთან და ურთულესი ამოცანის გადაჭრასთან. (ავტორი გენია.ჯი)