ფრანკლინ დელანო რუზველტი ამბობდა…
“უფალმა ეს სამყარო იმისთვის არ შექმნა,რომ მას ერთი მუჭა ხალხი მართავდეს”.
* * *
“ომი პოლიტიკის საქმეა.თუ ქვეყანა უაღრესად მძიმე მდგომარეობაში არ არის,ის ცდილობს,ომი ისე წარმართოს,რომ საბოლოო ჯამში მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, და არა ისე,რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ის”.
* * *
“მთელი ისტორიის მანძილზე ინგლისელები ერთი და იგივე გზით მოქმედებენ.ისინი ჭკვიანურად და სწორად ირჩევდნენ მოკავშირეებს.ახერხებდნენ,რომ ყველა ომიდან გამარჯვებული გამოსულიყვნენ და შეენარჩუნებინათ რეაქციული ძალაუფლება მსოფლიოს ხალხებზე და ბაზრებზე”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ომი ბნელი საქმეა.ომი რთული გზით სვლას გვაიძულებს”.
* * *
“შარლ დე გოლი მთლიანად – სულით,ხორცით და შარვლითაც კი ინგლისელებს ეკუთვნის,რადგან სწორედ ისინი ამარაგებენ მას ფულით,ტექნიკით და მორალურადაც უჭერენ მხარს”.
* * *
“ცუდია,როცა შეცდომაა დაშვებული; თუმცა არც ისაა უკეთესი,ისე მოიქცე,თითქოს არანაირი შეცდომა არ დაშვებულა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“უინსტონ ჩერჩილს ერთი უმაღლესი მისია აქვს.ის იდეალური პრემიერ-მინისტრია საომარ დროში.მისი ძირითადი,ერთადერთი ამოცანა იმაში მდგომარეობს,რომ ინგლისმა მეორე მსოფლიო ომს გაუძლოს.მაგრამ უინსტონ ჩერჩილი ინგლისის ხელმძღვანელი ომის შემდეგ?! არა,ეს არ მოხდება”.
* * *
“ფაშისტური მონობის წინააღმდეგ ომს ვერ ვაწარმოებთ,თუ ამავე დროს არ შევეცდებით მთელი მსოფლიოს ხალხების განთავისუფლებას ჩამორჩენილი კოლონიური პოლიტიკისაგან”.
* * *
“ჩვენ – ამერიკელები მშვიდობიანი ერი ვართ და ეს მხოლოდ მდგომარეობა კი არ არის,არამედ – აზროვნების ფორმაა”.