ჯორჯ ეისერი – (გენიალური ცალფეხა სპორტსმენი)

ჯორჯ ეისერი – დაიბადა 1871 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კილში.იგი წარმოადგენდა გერმანული წარმომავლობის მქონე იმ გენიალურ ტანმოვარჯიშესა და მძლეოსანს,რომელმაც ოლიმპიადების ისტორიაში,როგორც ერთადერთმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენმა,შესძლო 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება.აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ ეისერმა ექვსივე ოლიმპიური მედალი ერთ დღეში გამოიმუშავა.კილში დაბადებული ჯორჯი და მისი ოჯახი 1885 წელს საცხოვრებლად აშშ-ი გადავიდა.ახალგაზრდულ ასაკში მყოფ მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს მატარებელი დაეჯახა,რის გამოც მიღებული ტრამვის შედეგად მარცხენა ფეხი დაკარგა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უმძიმესი ფიზიკური მდგომარეობისა,ეისერს ხელი არ ჩაუქნევია და კვლავაც აქტიურად განაგრძო სპორტული კარიერის გაგრძელება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ უამრავი ადამიანი (მათ შორის უახლოესი ნათესავებიც კი) ერთობ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი მისი სპორტული მიღწევების მიმართ.თუმცა,იმდენად თვალსაჩინო იყო ჯორჯის სპორტული შესაძლებლობები,რომ აშშ-ის სახელით მონაწილეობის უფლება დართეს ამავე ქვეყნის ქალაქ სენტ-ლუისში 1904 წელს გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.ცალფეხა გენიალური სპორტსმენი ოლიმპიადაზე 9 სპორტულ დისციპლინაში გამოდიოდა,რომელთაგან ექვსში გასაოცარ შედეგს მიაღწია,რამეთუ ერთი დღის განმავლობაში 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ასეთი შედეგი კი არც მანადე და არც მას შემდეგ,არც ერთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს არ მიუღწევია,რითაც სამუდამოდ უკვდავყო საკუთარი სახელი.ეისერს ასეთი უდიდესი ტრიუმფის შემდეგაც არ შეუწყვეტია ვარჯიში და მონაწილეობა მიიღო ფრანქფურტსა (1908 წელი) და ცინცინატში (1909 წელი) გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1910 წელს ჯორჯი აქტიურ სპორტს ჩამოსცილდა და ბუღალტრად განაგრძო მუშაობა.მიუხედავად მისი უდიდესი სპორტული მიღწევებისა,ჯორჯ ეისერის გარდაცვალების ზუსტი თარიღი ისტორიას მაინც არ შემორჩენია. 2008 წელს დიდ ბრიტანეთში გამომავალმა ყოველდღიურმა ეროვნულმა გაზეთმა “The Times”-მა,ჯორჯ ეისერის სახელი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში დაფიქსირებული გასაოცარი მოვლენების “ტოპ 50″-ეულში შეიტანა.გერმანული წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა სპორტსმენმა კი თავისი გამაოგნებელი მიღწევებით,ადამიანებს კიდევ ერთხელ გვაჩვენა თვალნათლივ,რომ მიუხედავად ყველაფრისა,ერთი შეხედვით – შეუძლებელი,სრულიად შესაძლებელია. (ავტორი გენია.ჯი)

ფოტოსს ცენტრში (შარვლით) გამოსახულია ჯორჯ ეისერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>