ქსერქსე I – “ეპიზოდი”
ლაშქრობის სამზადისში მყოფმა სპასეთის მეფემ ქსერქსე I-მა (მმართველობის პერიოდი ძვ.წ.აღ-ით 486-465 წლები),ვიდრე არმიას სრულყოფილად მოუყრიდა თავს,სპარსეთის იმპერიაში მეფის შემდეგ ყველაზე მდიდარ ადამიანს,სახელად პითიოსს ეწვია ლიდიაში. (ავტორი გენია.ჯი) მასპინძელი არა მარტო ქსერქსეს გაუმასპინძლდა დიდებულად,არამედ მის ურიცხვ ლაშქარსაც საკადრისი პატივი მიაგო.ამ ფაქტმა სპარსთა მეფის დიდი მოწონება დაიმსახურა და პითიოსს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ” – შენ ხარ პირველი და ერთადერთი,რომელსაც ჩემი დახმარება ნებაყოფლობით მოუნდა და არა იძულებით.ამიერიდან ჩემი სამეფოს მეგობარი და მასპინძელი გეწოდოს”.
რამდენიმე ხანში,ქსერქსე სალაშქროდ გაემგზავრა,თუმცა გამგზავრებამდე პითიოსი მეფეს მიუახლოვდა და კრძალვით მიმართა:
- მოწყალებას გთხოვ,მეფევ.
- მთხოვე, – უთხრა ქსერქსემ, – შენი თხოვნა შესრულდება.
- შენთან ერთად ჩემი ხუთი ვაჟიშვილი მოდის სალაშქროდ,ერთი დამიტოვე,მე მოხუცი და უძლური ვარ,ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ჩემზე და ჩემს ქონებაზე.
პითიოსისდა მოულოდნელად,ახლად “დამეგობრებული” სპარსეთის მეფე ქსექრსე,მისმა სიტყვებმა განარისხა:
- როგორ ბედავ შენს ვაჟიშვილებზე ლაპარაკს,როცა მე ყველა ჩემი ძე,ძმა,ნათესავი და მეგობარი მიმყავს? გავიწყდება,რომ ჩემი მონა ხარ და მთელი სახლეულითა და ცოლით უნდა მოდიოდე საომრად?! იცოდე,ადამიანთა სული ყურებში ცხოვრობს.როდესაც კარგ რამეს ისმენს,სიამოვნებას ჰგვრის,ცუდის გაგება კი რისხვას.მე დაგიტოვებ შენს საყვარელ ვაჟს,მაგრამ იცოდე: რომ არა შენი სტუმართმოყვარეობა,უარესი დაგემართებოდა!
წარმოთქვა თუ არა ქსერქსემ ეს სიტყვები,უმალვე თავის ჯარისკაცებს უბრძანა პითიოსის უფროსი ვაჟი მოეძებნათ ლაშქარში.მას შემდეგ,რაც იგი აღმოაჩინეს,სპარსთა მეფისვე ბრძანებით,პითიოსის უფროსი ვაჟი მისსავე თვალწინ ხმლით შუაზე გაჰკვეთეს,ხოლო გაკვეთილი სხეულის ერთი ნაწილი სარდედან მომავალი გზის მარჯვენა ნაწილზე დააგდეს,მეორე ნაწილი კი იმავე გზის მარცხენა ნაწილზე.სწორედ ამ გაკვეთილი სხეულის ნაწილებს შორის ჩაატარა სპარსთა მეფემ თავისი ჯარის ნაწილები.ასე მიაგო “საკადრისი პატივი” ქსერქსემ იმ კეთილისმყოფელ მასპინძელს,რომელმაც იგი ახლად შეძენილ “მეგობრად” მიიჩნია. (ავტორი გენია.ჯი)