სოკრატე – ასკლეპიოსის შესახებ ამბობდა…
“მთავარი მაინც ასაა,რომ სხეულზე მომეტებული ზრუნვა ყველაზე დიდ დაბრკოლებად გვეღობება ცოდნის შეძენის,აზროვნებისა თუ თვითშემეცნების გზაზე.ხალხს ჰგონია,რომ ეს გონების მეტისმეტ დაძაბულობას,თავის ტკივილსა თუ თავბრუსხვევას იწვევს,რაშიაც ბრალს სდებენ ფილოსოფიას,დიახ,იმ ფილოსოფიას,რომლის წყალობითაც ვითარდება და მოწმდება კიდეც სიქველე, და ამტკიცებენ,რომ სწორედ ის აიძულებს ადამიანს მძიმე ავადმყოფად მიაჩნდეს თავი და გამუდმებით უჩიოდეს თავის ჯანმრთელობას.
შეგვიძლია ვამტკიცოთ,რომ ასკლეპიოსმაც იცოდა ეს და მხოლოდ იმას უნიშნავდა მკურნალობას,ვისაც ბუნებით თან დაჰყვა ტანის სიმრთელე და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს,მაგრამ შემთხვევით შეეყარა რაღაც უჩვეულო სენი? ამიტომაც წამლობითა თუ გაკვეთით ცდილობდა სნეულების ამოძირკვას,მაგრამ ისე კი,რომ ავადმყოფს კვლავაც ძველებურად ეცხოვრა,რათა საზოგადო საქმეს რაიმე ზიანი არ მისდგომოდა.რაც შეეხება ამა თუ იმ მძიმე შინაგან სნეულებას,მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ გრძელდება,ასკლეპიოსი არც კი ცდილობდა ავადმყოფისათვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა იმის შედეგად,რომ ასე თუ ისე შეეცვალა მისი ცხოვრების წესი,რათა ფუჭი და უბადრუკი სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა საცოდავისთვის, და ამრიგად,საშუალება არ მიეცა,ზუსტად მისნაირი შთამომავლობა დაეტოვებინა ქვეყნად.ასკლეპიოსის აზრით,კაცი,რომელსაც იმისი თავი არ ჰქონდა,რომ გაესრულებინა ბუნების მიერ დასაზღვრული ამქვეყნიური არსებობის ყავლი,მკურნალობის ღირსიც არ იყო,რადგან ვერც თავს არგებდა რასმე და ვერც საზოგადოებას”. (ავტორი გენია.ჯი)
ასკლეპიოსი (ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით მკურნალობის ღვთაება)