პეტროგრაფია – “ეპიზოდი”
პეტროგრაფია – წარმოადგენს დამოუკიდებელ მეცნიერებას,რომელიც ფოკუსირებას ახდენს ქანების დეტალურ დაკვირვებაზე.იგი იკვლევს ქანთა მინერალოგიურ და ქიმიურ შემადგენლობას. (ავტორი გენია.ჯი) პეტროგრაფია,როგორც მეცნიერება,სათავეს XIX საუკუნის შუა ნახევრიდან იღებს და მის ერთ-ერთ ფუძემდებლად აღიარებულია დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველი,გეოლოგი და მიკროსკოპისტი – ჰენრი კლიფტონ სორბი (1826-1908 წლები).სწორედ მის სახელთან ასოცირდება ფოლადისა და რკინის შემადგენლობების შესწავლა მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ.გარდა ამისა,სორბიმ გამოიყენა პოლარიზებული მიკროსკოპი ქანების შესწავლისათვის.
1920-იან წლებში,რუსეთის ქალაქ პეტროგრადს (სანკტ-პეტერბურგს) სახელი შეუცვალეს და მას საბჭოთა პროლეტარიატის ბელადის ვლადიმერ ლენინის საპატივცემულოდ – ლენინგრადი უწოდეს.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ცენზურის ფილტრის გარეშე არც ერთი წიგნი არ გამოდიოდა.შესაბამისად,ცენზურის ქვეშვე გაიარა რუსი მეცნიერ-პეტროგრაფის – ფრანც ლევინსონ-ლესინგის (1861-1939 წლები) მიერ დაწერილმა წიგნმა პეტროგრაფიული მეცნიერების შესახებ,სახელწოდებით – “პეტროგრაფია”.ერთ-ერთმა საბჭოთა ცენზორმა წიგნის სახელწოდება არ მოიწონა და წითელი კალმით,”პეტროგრაფია” – “ლენინგრაფიით” ჩაასწორა და ამავე სახელწოდებით იქნა კიდეც გამოცემული ზემოაღნიშნული წიგნი.სწორედ ცენზორის ჩასწორების გამოისობით მოიხსენიებდნენ დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა მეცნიერები “პეტროგრაფიას” – “ლენინგრაფიად”. (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი კლიფტონ სორბი
ფრანც ლევინსონ-ლესინგი