ევჰემერუს მესენიელი – “ეპიზოდი”
ევჰემერუს მესენიელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 340-260 წლები) – წარმოადგენდა იმ დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და კირენაიკის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს,რომელიც კატეგორიულად ირწმუნებოდა,რომ პროსტიტუციის გამომგონებელი და დამმკვიდრებელი გახლდათ ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი – აფროდიტე. (ავტორი გენია.ჯი) თუ საიდან გამოიტანა ეს დასკვნა ევჰემიუსმა ჩვენთვის დღემდე გამოცანად რჩება.თუმცა,ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ ევჰემიუსის ზემოაღნიშნული შეხედულება,შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო “ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტე ჰალიკარნასელის გადმოცემასთან,სადაც დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი გვაუწყებდა,რომ უძველესი ეპოქის ბაბილონში,ყოველი ბაბილონელი ქალი ვალდებული იყო აფროდიტეს ტაძრის საკურთხეველში ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ (თუნდაც მიზერული),ინტიმური ურთიერთობა დაემყარებინა უცხოტომელ მამაკაცთან.ასეთ ამაზრზენ ქმედებაში გადახდილი თანხის აღების უფლება ბაბილონელ ქალებს არ გააჩნდათ და იგი,აფროდიტეს ტაძარს რჩებოდა,როგორც შესაწირი.რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ბაბილონში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად,ბაბილონელი ქალების ეს ქმედება აფროდიტესადმი მიძღვნილი და აუცილებლად შესასრულებელი “წმინდა” მოვალეობა” იყო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ასეთ ქმედებებს აფროდიტეს ტაძრის საკურთხეველში ბაბილონელი ქალები მეორედ არვითარ შემთხვევაში და არანაირი თანხის სანაცვლოდ აღარ სჩადიოდნენ.ჰეროდოტესვე გადმოცემის თანახმად,ანალოგიური წესი გარკვეული პერიოდის მანძილზე მოქმედებდა კუნძულ კიპროსზეც. (ავტორი გენია.ჯი)
აფროდიტე