სერგეი პროკოფიევი – “ეპიზოდი”
უკრაინაში დაბადებული XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუს კომპოზიტორად აღიარებული – სერგეი პროკოფიევი (1891-1953 წლები),არა მარტო მუსიკალური გენიით იყო დაჯილდოებული,არამედ შესანიშნავად ფლობდა ჭადრაკის ინტელექტუალური თამაშის ხელოვნებასაც. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი,რომ 1914 წელს მან შესძლო და დაამარცხა უძლიერესი კუბელი მოჭადრაკე და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი – რაულ ხოსე კაპაბლანკა,რაც იმ დროს დიდ სენსაციად იქნა აღიარებული.საჭადრაკო სამყაროში განსაკუთრებული ინტერესი კი,მაინც გამოიწვია მოსკოვში 1937 წელს გამართულმა დაპირისპირებამ სერგეი პროკოფიევსა და ებრაული წარმომავლობის მქონე უკრაინელ მევიოლინესთან და ბრწყინვალე მოჭადრაკესთან – დავიდ ოისტრახთან.მათ შორის გამართულ მეტად საინტერესო საჭადრაკო დუელში პროკოფიევმა მარცხი იწვნია.აღნიშნული მარცხის შედგომ,რუს კომპოზიტორს დიდ მოჭადრაკეებთან სერიოზული საჭადრაკო დაპირისპირება აღარ უწარმოებია. (ავტორი გენია.ჯი)
რაულ ხოსე კაპაბლანკა
დავიდ ოისტრახი