ფილოქსენოს კითერელი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ძველბერძენი პოეტი და ახალი დითირამბის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ფილოქსენოს კითერელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 435-379 წლები),რომელმაც თავისი ცხოვრების გარკვეული ნაწილი სირაკუზელი ტირანის – დიონისე უფროსის სამეფო კარზე გაატარა,დიდი გურმანი და თამამად შეიძლება ითქვას,საკმაოდ ხარბი კვებით გამორჩეული პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) საყოველთაოდ ცნობილია,რომ უძველეს საბერძნეთში ელადელები ნებისმიერ კერძს მუდმივად თითების საშუალებით მიირთმევდნენ.თუმცა იყო ისეთი კერძებიც,რომლებიც იმდენად ცხლად შეჰქონდათ სუფრაზე,რომ სანამ არ გაცივდებოდა ვერავინ ბედავდა მათთვის ხელის ხლებასაც კი.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ,როდესაც ფილოქსენოსს რომელიმე სუფრაზე საგანგებოდ მიიწვევდნენ,იგი გამგზავრებამდე,სპეციალურად აწყობდა ადუღებულ წყალში თითებს და ამ მეთოდით ავარჯიშებდა მათ,რათა დიდ ძველბერძენ პოეტს შესაძლებლობა მისცემოდა სუფრაზე შემოტანილი ცხელი კერძების საუკეთესო ნაწილების აღება ყველასათვის დაესწრო. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>