უილიამ შექსპირი – “სონეტი XXXII”
შენც თუ გარგუნა ბედმა ჩემი ცხედრის ხლება და
თუკი შენს თვალწინ მიწად მექცა ხორცი და ძვალი,
შენც გაიმეტო ეგებ მაშინ მოწყალება და
ჩემი საბრალო ლექსებისკენ გაგექცეს თვალი.
* * *
და მაშინ ნახავ,რომ არ ვგავარ მე ისეთ მგოსნებს,
ვინც ჟამთასვლაში მედიდური სიტყვით ეჩრება,
რომ ჩემი ლექსი მხოლოდ ლამაზ სიყვარულს მოსდევს
და შენს სიცოცხლეს სამუდამო გრძნობით შერჩება.
* * *
და, ალბათ,მაშინ შენ ჩემს ნათქვამს აზრზსაც გაუგებ,
თუმცა კი იტყვი – “ვერ შესწვდაო სრულყოფილებას” -
და თუ შენს ხსოვნას მე საკადრის ძეგლს ვერ ავუგებ,
არც სხვაზე ნაკლებს დავამადლებ კალმის ქმნილებას.
* * *
მე რომ მოვკვდები,სხვისი ლექსით დატკბე ეგება,
ჩემთან კი მხოლოდ სიყვარული შეგეგებება.