იცით თუ არა,რომ
1. ”ესპანიდადი” – მრავალეროვანი გაერთიანებაა იმ ხალხებისა და სახელმწიფოების,სადაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ესპანური ენა და კულტურა.ესპანიდადის მრავალეროვან გაერთიანებას ტრადიციულად მიაკუთვნებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსებულ 23 სახელმწიფოს (მათ შორის ლათინურ ამერიკაში,აფრიკაში,წყნარი ოკეანის აუზსა და ევროპაში).ესპანიდადის დღე აღინიშნება (1958 წლიდან ) ყოველი წლის 12 ოქტომბერს (ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის თარიღი).
2. ავტომობილებისა და ავიამოტორების მწარმოებელი გიგანტური ბრიტანული კომპანიის “Rolls-Royce Limited”-ის ერთ-ერთ ფუძემდებელს – სერ ფრედრიკ ჰენრი როისს (1863-1933 წლები),მხოლოდ და მხოლოდ პირველი კლასი ჰქონდა დამთავრებული.
3. მეცნიერების მტკიცებით, 53 მილიონი წლის წინათ ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე იმდენად თბილი კლიმატური პირობები იყო გამეფებული,რომ მის სანაპიროებზე პალმებიც კი ხარობდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
4. წყვილჩლიქოსნების რიგის მცოხნელ ცხოველებს – ჟირაფებს,გაცილებით დიდხანს ძალუძთ სასმელი წყლის გარეშე გაძლება,ვიდრე “უდაბნოს ხომალდებად” წოდებულ – აქლემებს.
5. სტატისტიკოსების მონაცემების თანახმად,საუბედუროდ,დედამიწაზე,უკიდურესი სიღარიბისაგან გამოწვეული პრობლემების შედეგად (მათ შორის შიმშილისაგან) ყოველდღიურად 22 000 ბავშვი იღუპება.
6. ფორთოხლის კულტივირება ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 2 500 წლის წინათ დაიწყეს ჩინეთში.ნიდერლანდული ენიდან თარგმანით – ფორთოხალი ითარგმნება,როგორც – “ვაშლი ჩინეთიდან”.
7. მიკრონეზიაში (კუნძულების ერთობლიობა წყნარ ოკეანეში) მდებარე სახელმწიფო – კირიბატის რესპუბლიკა,ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე,რომელიც დედამიწის ოთხივე – დასავლეთ,აღმოსავლეთ,ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებშია განლაგებული.
8. ფრინველები (სხეულის აგებულებით ძალიან ახლოს დგანან ქვეწარმავლებთან) და ნიანგები დღემდე შემორჩენილი ერთადერთი წარმომადგენლები არიან არქოზავრების უძველესი ქვეწარმავლების ქვეკლასისა.
9. აშში-ს რიგით 32-ე პრეზიდენტი – ფრანკლინ დელანო რუზველტი,საბჭოთა გენსეკს – იოსებ სტალინს,ხშირად “ბიძია ჯო”-ს სახელით მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი)
10. მრავალი ევროპული ფირმის ოფისებში,თანამშრომელთა საყუარდღებოდ კედლებზე ჩამოკიდებულია პოსტერები,რომლებზეც გაკეთებულია წარწერა: “გახსოვდეთ,თქვენ ხელფასს იღებთ კლიენტებისაგან!”