ალექსანდრე მაკედონელის უარყოფითი თვისებების შესახებ…
მიუხედავად იმისა,რომ ლეგენდად ქცეულ მხედართმთავარს - ალექსანდრე მაკედონელს (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები) კაცთა მოდგმის უმრავლესი წარმომადგენელი განადიდებდა და განადიდებს,არავის უნდა გაუსწოროს თვალი იმ სასტიკ რეალობას,რომლის მიხედვითაც,მათ მიერ განდიდებულმა კაცმა ჰელესპონტიდან ინდოეთის საზღვრებამდე დატოვა ღრმა სისხლიანი ნაიარევი (რომ არაფერი ვთქვათ ალექსანდრეს სექსუალურ აღვირახსნილობასა და ალკოჰოლისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებაზე).მისი უმთავრესი სწრაფვა გახლდათ დაემტკიცებინა საკუთარი უძლეველობა. (ავტორი გენია.ჯი) სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი იყო.ათეულ ათასობით კაცს,ქალს,ბაშვსა და მოხუცს – ძვირად დაუჯდა მაკედონელის მისწრაფება,რადგან სწორედ მისი ხელით აღიგავა პირისაგან მიწისა უამრავი ქალაქი და კულტურა; აწამა,დახოცა და ტყვედ წაასხა მრავალი უდანაშაულო ადამიანი.მისივე ინიციატივით იქნა განადგურებული უძველესი ძველბერძნული ქალაქი ბეოტიაში – თებე,რომელიც სრულიად გაძარცვა,აატირა დედები და ბავშვები,მონებად წაასხა და გვამებით აავსო ქუჩები.სწორედ ამიტომ ამბობდნენ მასზე,რომ ალექსანდრემ ასეთი ამაზრზენი ქმედებით – “ცალი თვალი ამოთხარა ელადას”,სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში კი მეორე თვალის ამოგლეჯასაც ესწრაფოდა (ემზადებოდა ათენის წინააღმდეგ ტოტალური ომისთვის). და ამ ქმედებებს ადამიანების წინააღმდეგ სჩადიოდა ის კაცი,რომელმაც თავისი საყვარელი ცხენის – ბუცეფალისა და ძაღლის – პერიტას სახელობის ქალაქები ააგო,მათი სიკვდილის შემდეგ.
დიდი ძველბერძენი ისტორიკოსისა და მითოგრაფის – დიოდორე სიცილიელის გადმოცემის თანახმად,მიუხედავად იმისა,რომ მაკედონელმა დიდსულოვნად დაინდო სპარსეთის მეფის დარიოსის უახლოესი ნათესავი ქალბატონები და მათ არაფერი დაუშავა,ეს კეთილშობილური გრძნობა მისი მხრიდან სამეფო კარის სხვა ქალბატონებზე ნამდვილად არ გავრცელებულა.
გარნიკონთან ბრძოლაში ალექსანდრეს გულმოწყალების ერთი ნიშან-თვისებაც კი არ გამოუხატავს სპარსეთის არმიაში მებრძოლი ბერძენი დაქირავებულის მიმართ,რომლებიც უკანასკნელ მეომრამდე გაანადგურა.ტიროსმა,პერსეპოლისმა და ღაზამ არანაკლები საშინელება გადაიტანეს მისი ლაშქრისაგან.ბრაჰმანების კასტა იქნებოდა ინდოეთში თუ სხვა რომელიმე ჯგუფი,რომელიც წინააღმდეგობას გაწევას გაბედავდა,გენოციდის ობიექტი ხდებოდა.ეს სისატიკე კი გამოწვეული გახლდათ ერთადერთი მიზეზით: იგი ანადგურებდა ყველას,ვინც მის მორჩილებაზე უარს იტყოდა.
იგი ვერანაირ კრიტიკას ვერ იტანდა და თუკი გააკრიტიკებდნენ საშინელი ნერვული შეტევა ეწყებოდა.არ ივიწყებდა არც ვინმესაგან მიყენებულ წყენას და არც პატიობდა მათ (ამის თვალნათელი მაგალითია მისი უახლოესი თანამებრძოლის – კლიტოსის საკუთარი ხელით განგმირვა).მის სიუხვეს თან ერწყმოდა განსაკუთრებული სისასტიკეც.ამ ფაქტებმა კი საკუთარი გარემოცვისგანაც გააუცხოვა,რამაც სრულიად მარტოსულ ადამიანად აქცია ალექსანდრე III დიდი.
კლიტოსის მკვლელობის შემდეგ ავტოკრატმა ალექსანდრემ ახალი როლი იტვირთა – მჭმუნვარებით შეპყრობილი კაცისა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ამ მკვლელობით მან არა მარტო კლიტოსი გაისტუმრა საიქიოში,არამდე სიტყვის თავისუფლებაც იმავე გზას გაუყენა.ერთ-ერთმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა – ანაქსარქოსმა,ალექსანდრეს უთხრა,რომ ამდენს ჩადენილ საქციელზე ნუ ინაღვლებდა,რადგან მეფე ყოველგვარ კანონზე მაღლა დგასო.ამ სიტყვებმა კლიტოსის მკვლელს სულზე მოუსწრო და დიდი შვებაც მოჰგვარა.
ალექსანდრე მაკედონელი ერთობ ეშმაკი იყო,საკუთარ სტატუსსა და ძალაუფლებას კი პარანოიით შეპყრობილი კაცის სერიოზულობით უდგებოდა და ანგარიშს აღარ უწევდა არც ახლო გარემოცვას,არც სამხედრო საბჭოსა და არც სარდლობას.მას გააჩნდა შესანიშნავი უნარი პირფერობისა: უბრალო ხალხთან უბრალო მთავარსადალი უნდა ყოფილიყო,რამაც განაპირობა კიდეც მისი,როგორც “კეთილშობილი დამპყრობელის” სახელის დამკვიდრება მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ალექსანდრეს უარყოფით თვისებებს თუკი გავითვალისწინებთ მისი,როგორც მხოლოდ და მხოლოდ “კეთილშობილი” ადამიანის დამახასიათებლების მიმართ,შესაძლოა,გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსისა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწის – ონორე გაბრიელ მირაბოს სიტყვები გავიხსენოთ: “ეშმაკობა ეგოისტების ტალანტია,მან შეიძლება მხოლოდ ბრიყვები მოატყუოს,რომლებსაც ცბიერება ჭკუა ჰქონიათ,სერიოზულობა – კეთილგონიერება,ურცხვობა – ტალანტი,სიამაყე კი – ღირსება”. (ავტორი გენია.ჯი)