ჯიმი ჯონსი – “ეპიზოდი”
ჯეიმზ უორენ “ჯინი” ჯონსი (1931-1978 წლები) – წარმოადგენდა აშშ-ი ჩამოყალიბებული საყოველთაოდ ცნობილი რელიგიური სექტის – “ხალხის ტაძრის” იმ ფუძემდებელსა და ქადაგების ამერიკელ მეტყველს,რომელიც საკუთარ თავს იესო ქრისტეს,ბუდასასა და ვლადიმერ ლენინის რეინკარნაციად ასაღებდა. (ავტორი გენია.ჯი) გოლდენ-გეიტის სრუტეზე (სან-ფრანცისკო) გადებულ დაკიდებულ ხიდზე,სახელწოდებით “ოქროს კარიბჭე”,ერთი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა ადამიანების მიერ ჩადენილი თვითმკვლელობების აქტები,რამაც დიდი აჟიოტაჟი და შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში.სწორედ ამიტომ გამოვიდა “ოქროს კარიბჭის” ხიდზე 600-მდე დამსწრის წინაშე თავისი ერთობ ამაღელვებელი და ცეცხლოვანი სიტყვით თვითმკვლელობების აქტების ჩადენის წინააღმდეგ ჯიმი ჯონსი,რომელმაც გამოსვლის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლებისაგან კატეგორიულად მოითხოვა აღნიშნულ ხიდზე “ანტი-სუიციდური ბარიერების” აგება.ამაში ალბათ,გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.კერძოდ,მის მიერ “ოქროს კარიბჭის” ხიდზე ჩატარებული ანტი-სუიციდური აქციიდან სულ რაღაც ორი წლის გასვლის შემდგომ (1978 წლის 12 ნოემბერი),ჯიმი ჯონსის მიერვე “რევოლუციური სუიციდის აქტის ჩადენის ” მართებულობაში დარწმუნებულმა მისმა 912-მა მიმდევარმა (მათ შორის 276-მა ბავშვმა) სიცოცხლე მასობრივი თვითმკვლელობით დაასრულა,რამაც ნამდვილი მსოფლიო შოკი გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)
“ოქროს კარიბჭე”
ჯიმი ჯონსის მიერ ორგანიზებული “რევოლუციური სუიციდის” მსხვრეპლთა ფოტო (1978 წლის 18 ნოემბერი)