მეტად საინტერესო და ნიშანდობლივი ექსპერიმენტი…
აშშ-ის ტეხასის შტატის წარმომადგენლობითი პალატის ერთ-ერთი დეპუტატი – ტომი მური,ძალიან უკმაყოფილო გახლდათ თავისი კოლეგების ქმედებებით,რადგან ისინი ისე იღებდნენ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან კანონპროექტებს,რომ მათ ერთხელაც კი არ გადაავლებდნენ თვალს. (ავტორი გენია.ჯი) იგი თავის დამოკიდებულებას კოლეგების მიმართ საჯაროდაც ხშირად აფიქსირებდა,თუმცა მისი ხმა რჩებოდა “უდაბნოსა მღღადებელსა შინა”.იმის დასამტკიცებლად,რომ ტომი სრულ სიმართლეს ამბობდა,მან ერთობ უცნაური ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.კერძოდ, 1971 წელს ტეხასის წარმომადგენლობით პალატაში წარადგინა რეზოლუციის ტექსტი,სადაც ტეხასელი დეპუტატი მადლობას უხდიდა ვინმე – ალბერტ დე სალვოს და მოითხოვდა,რომ მის მიერ “მოსახლეობის რაოდენობის რეგულირებისათვის გაწეული ნოვატორული სამსახურის” გამო,შტატის სახელმწიფო ჯილდოზე წარედგინათ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ დეპუტატებმა რეზოლუციაში მხოლოდ ერთადერთ სიტყვაში შეიტანეს ცვლილება,ანუ “მოსახლეობის რაოდენობის რეგულირების მხრივ გაწეული ნოვატორული სამსახურის” ნაცვლად – “მოსახლეობის რაოდენობის რეგულირების მხრივ გაწეული ნოვატორული ტექნოლოგია” ჩაწერეს და ასეთივე სახით მიიღეს კიდეც ტომი მურის მიერ წარდგენილი რეზოლუცია.
ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში გახლავთ ის,რომ,ტომი მურმა ტეხასელი დეპუტატებისაგან იმ სერიული მკვლელის (ალბერტ დე სალვოს) დაჯილდოებაზე მიიღო თანხმობა,რომელმაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოასალმა სიცოცხლეს 13 უდანაშაულო ადამიანი, და რომლის მეტსახელიც გახლდათ – “ბოსტონელი მგუდავი”. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ მეთოდით შესძლო გონიერმა ტეხასელმა დეპუტატმა თავისი სიმართლის დამტკიცება და აღნიშნული ფაქტი აქცია კიდეც უდიდესი სკანდალის მიზეზად ქვეყანაში.ოფიციალური ცნობის თანახმად კი,ტომი მურის ქმედება მხოლოდ საპირველაპრილო ხუმრობა იყო (აღნიშნული რეზოლუცია გატანილი და დამტკიცებული იქნა 1971 წლის 1 აპრილს).თუმცა ფაქტია,რომ ტეხასის წარმომადგენლობითი პალატის დეპუტატებმა “ბოსტონელი მგუდავი”-ს შესახებ წარდგენილ რეზოლუციას ისე დაუჭირეს ერთსულოვნად მხარი,რომ არც ერთი მათგანი არ დაინტერესებულა სინამდვილეში ვინ იყო – ალბერტ დე სალვო. (ავტორი გენია.ჯი)
ალბერტ დე სალვო – “ბოსტონელი მგუდავი”