ლუის რაფაელ სანჩესი
ლუის რაფაელ სანჩესი - დაიბადა 1936 წლის 17 ნოემბერს უმაკაოში (პუერტო-რიკო).იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს პუერტორიკოელ მწერალსა და დრამატურგს.1956-1960 წლებში სწავლობდა პუერტო-რიკოს ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტში,სადაც სახვით ხელოვნებაში ბაკალავრის ხარისხი აიღო.სწავლის პერიოდში თანამშორმლობდა ადგილობრივ რადიოსთან.სანჩესის სამწერლო დებიუტი,როგორც დრამატურგისა,1958 წელს უნივერსიტეტის ბაზაზე მყოფ თეატრის სცენაზე შედგა,სადაც მის მიერვე დაწერილ დრამაში “ცდა”,როგორც მსახიობმა მიიღო მონაწილეობა.მოგვიანებით იგი კოლუმბიის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას,სადაც სრულყოფილად ეუფლება ლიტერატურულ ხელოვნებას.1950-იან წლებში,კი იგი აქვეყნებს ნოველათა კრებულს. (ავტორი გენია.ჯი) 1960 წელს გამოაქვეყნა დრამატული ნაწარმოები “ანგელოზები დაიღალნენ”,რომელსაც დიდი აღიარება მოჰყვა და მრავალ უცხო ენაზე ითარგმნა.1963 წელს ამთავრებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მაგისტრატურას,ხოლო 1976 წელს მადრიდის კომპლუტენტეს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლიტერატურულ ხელოვნებაში.1962 წელს ქვეყნდება ლუის რაფაელ სანჩესის დრამა,სახელწოდებით “ნაღველი ჩვენი არსობისა”.ლუისი საკმაოდ ბევრს მოგზაურობდა,მან სხვადასხვა წლებში იცხოვრა – ბერლინში,რიო-დე-ჟანეიროში,მადრიდსა და სხვა ქალაქებში.1996 წელს იგი მიწვეულ იქნა,უდიდესი მექსიკელი მწერლის კარლოს ფუენტესისა და გენიალური კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის მიერ გვადალახარას უნივერსიტეტში,რათა სათავეში ჩადგომოდა დიდი არგენტინელი მწერლისა და პოეტის – ხულიო კორტასარის სახელობის ლიტერატურის კათედრას.ლუისი ლექციებს კითხულობდა მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში და მისი ლექციები დიდი მოწონებით სარგებლობდა სტუდენტებში. (ავტორი გენია.ჯი) მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მიჩნეულია “ვნებები ანტიგონე პერესზე”,რომელიც დიდი ინტერესის გამო მრავალ ენაზე იქნა თარგმნილი.1988 წელს გამოაქვეყნა რომანი “როგორი მნიშვნელოვანია იყო დანიელ სანტოსი”.ლუის რაფაელ სანტოსი გახლავთ პუერტო-რიკოსა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორი,ლაურეატი სხვადასხვა ლიტერატურული პრემიებისა და პუერტო-რიკოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი.