თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”
როგორც მრავალი მკვლევარი ირწმუნება,გენიალური რუსი მწერალი და ესეისტი – თედორე დოსტოევსკი (1821-1881 წლები),თუკი უილიამ შექსპირს დავესესხებით,განსაკუთრებულად იყო შეპყრობილი “მწვანეთვალება ურჩხულით” ანუ ეჭვიანობით. (ავტორი გენია.ჯი) მას შეეძლო მოულოდნელად დაბრუნებულიყო სახლში და დაეწყო კარადების თვალიერება,საწოლის ქვეშ შეხედვა! ან კიდევ,უმიზეზოდ დაეწყო ეჭვიანობა მეზობელ მამაკაცებზე,მათ შორის ხანდაზმულებზეც კი.მისთვის ეჭვიანობის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო მეუღლის სრულიად უმნიშვნელო და უწყინარი ქმედებები.დოსტოევსკის რიგით მეორე მეუღლეს – ანა სნიტკინა-დოსტოევსკაიას მეუღლისაგან კატეგორიულად ჰქონდა აკრძალული რომელიმე მამაკაცისათვის გაღიმება,მათ შორის საკუთარი მეგობრებისთვისაც,მჭიდრო და შემოტმასნილი კაბებით სიარული (დეკოლტეზე,რომ არაფერი ვთქვათ),პომადით,თვალის ტენითა და სხვა კოსმეტიკური საშუალებებით სარგებლობა.მიუხედავად იმისა,რომ ანა სნიტკინა-დოსტოევსკაია მკაცრად იცავდა მეუღლის მიერ წაყენებულ პირობებს,იგი მაინც ხდებოდა ხოლმე თედორეს მხრიდან ეჭვიანობის ობიექტი. (ავტორი გენია.ჯი)
ანა სნიტკინა-დოსტოევსკაია