“დამაკვირდი”
1. “ადამიანებს მეფე კიროსის დროიდან,რომელმაც ბრძანა,გაეროზგათ ზღვის სრუტე,როცა იქ გავლისას ქარიშხალმა მისი გემები დალეწა,დიდად ჭკუა არ მომატებიათ”. – პიეტრო პერუჯინო
2. “როცა ანადგურებ იმას,რაც უკვე გაკეთებულია,შეუძლებელია წაიწიო წინ”. – (ავტორი გენიას.ჯი)
3. “ერთის სული სხვათა სულებზე ძირითადად სიტყვით ზემოქმედებს,თუკი მას მართავს ღრმა აზრი,ნება,ძლიერი სურვილი და საკუთარი სიმართლის რწმენა.აქედან მოდის ყველაფერი – ბედისწერის შეცნობის ხიბლი,საეჭვო სასწაულები,წინასწარმეტყველებები და ათასგვარი სხვა მისნობა”. – ფრენსის ბეკონი
4. “მწუხარების გამომხატველი გამომეტყველება სხვა არაფერია,თუ არა გადმოტრიალებული სიხარულის გამომეტყველება; ხოლო სიცილისა და ტირილის ხმები იმდენად მსგავსია,რომ შესაძლოა აგვერიოს კიდეც”. – ალექსეი გასტევი
5. “სიკვდილი სასტიკია,ხოლო დიდება – მარადიული”. – ნიკოლო მაკიაველი
6. “სამწუხარო და საშინელი რამ ისე აშინებს ადამიანებს,რომ ისინი შეშლილებივით გაურბიან მას,თუმცა,ამით მას უფრო მეტად აძლიერებენ”. – ლეონარდო და ვინჩი
7. “ყველა თავისი ხასიათის მიხედვით ფილოსოფოსობს”. – ლუკიანე
8. “ადამიანებს ახასიათებთ,ილაპარაკონ და იმსჯელონ იმაზე,რაც წესიერად არ უნახავთ და არ შეუსწავლიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
9. “ადამიანის გონებას ფრთები კი არ უნდა გამოვაბათ,არამედ ტყვია და სიმძიმე უნდა დავკიდოთ,რათა შევაკავოთ მისი გაუაზრებელი ნახტომები და ფრენა”. – ფრენსის ბეკონი
10. “საღი და თავისუფალი იქნტელექტი გულში ჩაიკრავს და შეიცნობს ჭეშმარიტებას,რომელსაც თავდავიწყებით ესწრაფვის და ამ გამალებული სრბოლის დროს მოიხილავს მთელ სამყაროს”. – ნიკოლოზ კუზანელი