“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთ ბუდისტ განდეგილს,რომელიც დიდი სიბრძნითა და გონიერებით გამოირჩეოდა,ცნობიმოყვარეებმა ჰკითხეს:
- როგორ ახერხებ,ასე უდარდელად და უდრტვინველად თქვა უარი ყველა იმ კეთილდღეობაზე,რომელსაც ადამიანები საკმაოდ ხშირად გთავაზობენ, და რომელზეც უარს მრავალი მრავალთაგანიდან არ იტყოდა?
განდეგილმა,რომლისთვისაც ყოველგვარი ამქვეყნიური კეთილდღეობა არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენდა,ცნობისმოყვარეებს ასეთი პასუხი დაუბრუნა:
- მე,ღრმადა ვარ დარწმუნებული,რომ ამიერში რა კეთილდღეობაც არ უნდა შევიძინო – სიკვდილი,დღეს თუ ხვალ,მათში,მაინც აუცილებლად შემეცილება.ამასთანავე,იმაშიც ღრმადა ვარ დარწმუნებული,რომ მე მასთან,ისევე,როგორც ყოველი მოკვდავი – “უეჭველად დავმარცხდები”.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი ჩემი ამქვეყნიური კეთილდღეობისადმი უარის თქმისა.სიკვდილს რასაც ნებით არ მივცემ,იგი ყოველივეს ძალით მაინც წამართმევს.ამიტომ არ ვაპირებ მასთან ჭიდილს და ყოველივეს რაც გამაჩნია,ნებაყოფლობით,ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავუთმობ”. (ავტორი გენია.ჯი)