“ცრემლების კედელი”
სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით,წყნარ ოკეანეში მდებარე არქიპელაგს – გალაპაგოსის კუნძულებს,სახელი განსაკუთრებით გაუთქვა დიდმა ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა – ჩარლზ რობერტ დარვინმა,რამეთუ სწორედ აღნიშნულ არქიპელაგზე ჩატარებული კვლევების შედეგად შექმნა მან თავისი ცნობილი “დარვინის ევოლუციის თეორია” (სახეობათა წარმოშობა).დღესდღეობით, 47 კუნძულისაგან შემდგარი არქიპელაგი ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს,რადგან მასზე განთავსებული ფლორისა და ფაუნის უამრავი წარმომადგენლის ხილვა მხოლოდ და მხოლოდ იქ არის შესაძლებელი. (ავტორი გენია.ჯი) 1832 წლის 12 თებერვალს ეკვადორული არმიის პოლკოვნიკმა – იგნასიო ენანიესმა გალაპაგოსის კუნძულების ანექსია მოახდინა და მას შემდეგ იგი ეკვადორის რესპუბლიკის შემადგენლობაში იმყოფება.მას შემდეგ,რაც მატერიკისაგან ასეულობით კილომეტრით მოშორებული არქიპელაგი ეკვადორელთა ხელში აღმოჩნდა,ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება,იქ შრომა-გასწორებითი კოლონია გაეხსნა,რადგან არქიპელაგიდან პატიმრების გაქცევა მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე წარმოუდგენელი იყო.პირველები,ვინც გალაპაგოსის კუნძულებზე მდებარე კოლონიაში განამწესეს,გახლდნენ ეკვადორული არმიის ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები,რომელთაც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.უმძიმესმა საყოფაცხოვრებო პირობებმა და უსასტიკესმა რეჟიმმა მრავალი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია,რამაც ეკვადორის ხელისუფლება იძულებული გახადა კოლონია გაეუქმებინა.მიუხედავად ამისა, 1948 წელს გალაპაგოსის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულ – იზაბელაზე,კვლავაც იქნა გახნილი მკაცრი რეჟიმის მქონე კოლონია.სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო კოლონიის ადმინისტრაციის ბრძანებით 300-მა მსჯავრდებულმა სრულიად უსარგებლო,უფუნქციო და უაზრო მრავალკილომეტრიანი ქვის ბლოკებისაგან შემდგარი კედლის აგება.ტუსაღები ჯერ აწარმოებდნენ ქვის ბლოკებს,რომლებიც გადაჰქონდათ დანიშნულების ადგილზე და შემდგომ აგებდნენ კედელს.აღნიშნული სამუშაო კი ერთობ შრომატევადი და რთული იყო,რასაც კოლონიის ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარე სასტიკი რეჟიმიც ემატებოდა.ასეთმა ურთულესმა გარემოებებმა,კედლის მშენებლობის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ (1958 წელი),პატიმრების აჯანყება გამოიწვია,რაც სისხლში იქნა ადმინისტრაციის მიერ ჩახშობილი. 1959 წელს ეკვადორის ხელისუფლებამ კუნძულ იზაბელაზე განთავსებული შრომა-გასწორებითი კოლონია გააუქმა.პატიმრების მიერ აგებულ მრავალკილომეტრიან ქვის კედელს კი,როგორც სისასტიკისა და უსამართლობის უმთავრეს სიმბოლოს – “ცრემლების კედელი” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)
გალაპაგოსის კუნძულები