ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსის შესახებ…
ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსი (161-192 წლები) – წარმოადგენდა რომის იმპერიის ისტორიაში იმ ერთ-ერთ უსასტიკესს,ექსტრავაგანტულ და ეპატაჟურ იმპერატორს,რომლისთვისაც დამახასიათებელი გახლდათ ეგრეთ წოდებული “შავი იუმორი”,გემოთმოყვარეობა და ქალის ტანისამოსით სიარული.გარდა ამისა,თანამედროვე ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,კომოდუსი გარყვნილებითაც ფართოდ იყო დაკავებული და მის უზარმაზარ ჰარემში ასეულობით ქალი და ახალგაზრდა ვაჟი ირიცხებოდა.იგი საკუთარ თავს ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ღვთაებრივი გმირის – ჰერაკლეს განსახიერებად აღიქვამდა და ამის გამო,პუბლიკის წინაშე ლომის ტყავისაგან დამზადებული ტანისამოსით ჩდებოდა ხოლმე. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ გლადიატორთა ბრძოლებში მონაწილეობა მხოლოდ მონების საქმედ იყო აღიარებული და რომის თავისუფალი მოქალაქეებისათვის უღირს ქმედებად იყო მიჩნეული,რომის ოდიოზურ იმპერატორს იმდენად იტაცებდა ეს სისხლიანი სანახაობა,რომ გლადიატორთა ორთაბრძოლებში პირადად იღებდა მონაწილეობას.თუმცა,აქვე უნდა აღვნიშნო,რომ ის შესანიშნავად ფლობდა ხმლით ბრძოლის ხელოვნებას.იმისათვის,რომ თავისი საბრძოლო ტალანტი ფართო აუდიტორიისათვის დაემტკიცებინა,კომოდუსი არენაზე არაერთხელ წარმდგარა არა მარტო გლადიატორების,არამედ სხვადასხვა სახეობის მხეცების წინააღმდეგაც საბრძოლველად.ამ დროს კი იმპერატორი სტატისტიკოსებისაგან კატეგორიულად მოითხოვდა,რომ მკაცრად ეწარმოებინათ მის მიერ ჩატარებული ბრძოლების სტატისტიკა.სულ კომოდუსმა არენაზე 735 ბრძოლა წარმართა და რაღა თქმა უნდა ყველა ბრძოლიდან “გამარჯვებული” თავად გამოვიდა.მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ გლადიატორთა წინააღმდეგ მიმართულ ორთაბრძოლებში საკუთარ სიცოცხლეს განსაკუთრებული რისკის ქვეშ მაინც არ აყენებდა,რადგან მის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეშევრდომებს ან დაჭრილი ან კიდევ ინვალიდი გლადიატორები გამოჰყავდათ.შესაბამისად,ხმლის ორთაბრძოლაში დაოსტატებული იმპერატორისათვის მათი დამარცხება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.მასვე იტაცებდა ეგზოტიკური ცხოველების მშვილდით განგმირვა და ამ მეთოდით მან არაერთი ლომი,სპილო,ჟირაფი და სირაქლემა გამოსალმა სიცოცხლეს.
გარდა ზემოაღნიშნული გატაცებებისა,კომოდუსი სხვადასხვა ტიტულების მოხვეჭის დიდი მოყვარულიც გახლდათ და თავისი ხალხისაგან მოითხოვდა,რომ გაეღმერთებინათ.სენატისაგან კი მოითხოვა,რომ მისთვის ეწოდებინათ არა კომოდუსი,არამედ – ჰერაკლე.თავსაბურველად ატარებდა ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთის – ანუბისის გამოსახულების მქონე ჩაფხუტს.პუბლიკის წინაშე უყვარდა ქურუმებისა და ისიდას (ძველეგვიპტური უზენაესი ღვთაება) ტანისამოსით გამოჩენა.მონაწილეობას იღებდა რიგ რიტუალურ ღონისძიებებში.მისივე ინიციატივით,რომის იმპერიაში აგვისტოს თვეს სახელი შეუცვალეს და – კომოდუსი,სექტემბერს – ჰერკულესი,ოქტომბერს – უძლეველი უწოდეს.გარდა ამისა, 190 წელს “მარადიულ ქალაქ” რომს ჩამოერთვა ძველი სახელწოდება და – კომოდუსი ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი) რომის ოდიოზი იმპერატორი განსაკუთრებული ცინიზმითაც გამოირჩეული პიროვნება იყო,ერთ-ერთი ძველ რომაელი ისტორიკოსის ცნობით,კომოდუსმა ვიღაც მამაკაცს შავ თმებში გარეული ჭაღარა შეამჩნია.იმპერატორმა ბრძანა,რომ მისთვის თავზე შოშია დაესვათ.ფრინველმა კი ამ უბედური მამაკაცის შავ თმებში გარეული ჭაღარა თმები თეთრ ჭიაყელებად მიიჩნია და იმდენი უნისკარტა თავში,რომ სრულიად გაასისხლიანა.ასეთმა არაადამიანურმა სანახაობამ კი იმპერატორი სიცილისაგან ჩააბჟირა და ერთობ კარგ ხასიათზე დააყენა.
თავისი სპეციფიკური წარმოდგენებით ცნობილი კომოდუსი რეალობას სრულიად იყო მოწყვეტილი,რის გამოც სახელმწიფოს მმართველობა მისი ფავორიტების ხელში იყო გადასული.ეს კი არა მარტო უბრალო რომაელ მოქალაქეებში გახდა რისხვის გამომწვევი მიზეზი,არამედ თავად რომაულ ლეგიონერებშიც დიდი უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზადაც იქცა. და გახდა კიდეც კომუდისი შეთქმულების მსხვერპლი.ის ჯერ თავისივე საყვარელმა მოწამლა,თუმცა,რადგანაც შხამმა ვერ იმსხვერპლა,თავისივე მონამ – ნარცისმა 192 წლის 31 დეკემბერს საკუთარი ხელით დაახრჩო. (ავტორი გენია.ჯი)