თამარ გაბროშვილის “მზის აკორდები”-დან…

“მუხაზე ჰკიდია

გრძელი საქანელა,

გაქანდები ბავშვი ხარ,

გამოქანდები და -

უკვე მოხუცი”.

* * *

“როცა ადამიანები ერთმანეთს ეხმატკბილებიან,ლამაზად ეფერებიან,მათ სიახლოვეს ანგელოსები ჩამოჯდებიან და ლოცავენ,ხარობენ ხოლმე;

ხოლო როცა – ჩხუბობენ,მრისხანებენ და ერთმანეთის მიმართ მავნებელ ქმედებებს ახორციელებენ,მათ ირგვლივ ჩამოცუცქული ავი სულები,ეშმაკნი ხარხარებენ და აქეზებენ კიდევაც.

გახსოვდეს,რომ ეს ასეა და მიაყურადე:

შენ როგორ იქცევი,ვისი მსახური ხარ – ღმერთისა და ანგელოსებისა,თუ სატანისა და შავი ეშმაკებისა?

გაასწორე სავალი ბილიკები”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ჩვენ უფლისაგან მზეობა უნდა ვისწავლოთ,მზეს ისევე უნდა ვეზიაროთ,როგორც იგი ეზიარება ხოლმე ქვეყნიერებას,რათა ოდესმე შევძლოთ ჭეშმარიტი სინათლის,სითბოს და სიყვარულის გაცემა,საყოველთაო ამაღლება – გათენება!

აღდგომა!

* * *

“როცა ვბრაზობთ ან თავდაცვა გვჭირდება,ძუ ლომს და ვეფხვს ვემსგავსებით,ვბრდღვინავთ; როცა თავს სუსტად ვგრძნობთ და უმწეონი ვართ,ვკნავით კატასავით,თავის მოკატუნება – კატად ქცევა შეგვიძლია; როცა საკუთარი აზრები გვეყინება,თუთიყუშად ვიქცევით და სხვისას ვიმეორებთ,დაუსრულებლად ერთსა და იმავეს; როცა სხვას თავი გვინდა შევაბრალოთ,ვწუწუნებთ და ვწრუწუნებთ თაგვივით; როცა სიყვარული გვსტუმრობს,გული გვინათდება და ციცინათელად ვიქცევით,ასევე – სიკეთით აღვსებისას; ზოგი სწრაფმავალი აზრი კოღოს ჰგავს,ყურთან წუილით რომ დაქრის; უმაღლესი პოეზიის შექმნისას ფუტკარს ვემსგავსებით – თაფლს ტკბილსა და მარადიულად უცვლელს რომ იხვეჭს გარემოდან; მვენიერებასთან შეხებისას იქნებ ყელმოღერებულ ირმად ან შვლად ვიქცევით; წმინდა მათემატიკური აზროვნება,ლოგიკა,უმაღლესი სიბრძნე ჩვენში გველს აცოცხლებს; ყეფაც ვიცით,ბურდღუნიც,ღუღუნიც,გალობაც და ასე შემდეგ,უამრავი რამ.ამდენად,ჩვენში ნებიერად არიან მოკალათებულნი: ძაღლი,დათვი,მტრედი,ბულბული,აქლემი,ღორი,ვირთხა და ასე შემდეგ – ყველანი”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ადამიანის სიცოცხლე წვის რეაქციაა – ეგზოთერმული,როცა ადამიანი კეთილია – სითბოს და სინათლეს გამოყოფს და ენდოთერმული, – როცა ადამიანი ბოროტია და სითბოს შთანთქავს, და ამდენადვე,გაციებს,გაბნელებს და სიკვდილისკენ მიგაქანებს”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>