იდი ამინ დადა ამბობდა…
1. „ჩვენ, აფრიკელები ვალდებული ვიყავით ევროპელები გვემართა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა”.
* * *
2. „ყველაზე ღარიბი ადამიანი უგანდაში – იდი ამინ დადაა. მე არც არაფერი მაქვს და არც არაფერი მსურს რომ მქონდეს. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გავუმკლავდებოდი ჩემზე დაკისრებულ პრეზიდენტის საპასუხისმგებლო მოვალეობის აღსრულებას”.
* * *
3. „როდესაც ომის მიმდინარეობის დროს ჯარისკაცს საკვები არა აქვს, და ამ დროს მისი რომელიმე თანამებრძოლი დაჭრილია, მაშინ მას სრული უფლება აქვს მოკლას იგი და შეჭამოს, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს და გადარჩეს… მე მაქვს ადამიანის ხორცი ნაჭამი. იგი ძალიან მარილიანია. უფრო მარილიანი, ვიდრე ლეოპარდის ხორცია”.
* * *
4. „მე ძალიან მიყვარხართ თქვენ, და თქვენ რომ ქალი იყოთ, აუცილებლად ცოლად შეგირთავდით”. – (ასეთი გამაოგნებელი სიტყვებით მიმართა უგანდელმა დიქტატორმა ტანზანიის პრეზიდენტს ჯულიუს კამბარაგე ნიერერეს ერთ-ერთი შეხვედრის დროს)
* * *
5. „ყველაზე ხმამაღლა სიჩუმეს ითხოვენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „მე მხოლოდ ორი ნაკლი მაქვს… ცუდი მეხსიერება და კიდევ რაღაც”.
* * *
7. „სუსტი ყოველთვის უთმობს გზას ძლიერს და მხოლოდ ყველაზე ძლიერი უთმობს გზას ყველას”.
* * *
8. „თუკი გსურთ იყოთ თავისუფალი, საჭიროა განთავისუფდეთ ასეთი სურვილისაგან”.
* * *
9. „ …ადამიანები – ცხოველები არიან ცხოველთა სამყაროდან და სწორედ ამიტომ არ სურთ მათ იყვნენ ადამიანები”.
* * *
10. „ადამიანები ლაპარაკობენ – დრო მიდის. დრო ლაპარაკობს – ადამიანები მიდიან”.
* * *
P.S. უგანდის სისხლისმსმელი, შიზოიდი და კანიბალი დიქტატორის – იდი ამინ დადას მმართველობისას, სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა 300 000-დან 500 000-მდე უგანდელი მოქალაქე. იდი ამინ დადას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი (განათლების მინისტრი) – ედვარდ რუგუმაიო მოგვიანებით წერდა: „სამედიცინო თვალსაზრისით – იდი ამინი არასრულფასოვანი ადამიანია – მას ჰორმონალური დეფექტი აქვს. იგი რასისტი და ფაშისტია, მკვლელი და ღვთისმგმობელია, ტრიბალისტი და დიქტატორია. გენერალ ამინს არა აქვს პრინციპები, მისთვის არ არსებობს არავითარი მორალური ნორმა. იგი არ არის კეთილსინდისიერი საკუთარ არჩევანში. ფულისათვის და ლამაზი ქალისათვის – მზად არის მოკლას ან მოკვლის ბრძანება გასცეს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ის გახლავთ გამოუსწორებელი ფლიდი, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო არენაზე. მის სიტყვებს საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს არ უნდა ენდოს. ის ადგენს საკუთარ ნორმებს, წერს საკუთარ წესებს და მათ ცვლის გარემოებებისდა მიხედვით. სწორედ ამიტომ არის რთული მისი მოქმედებების განსაზღვრა. ერთადერთი, რაც უეჭველია, გახლავთ ის, რომ იდი ამინ დადა – არაპროგნოზირებადი პიროვნებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)