კაპუტი – “ეპიზოდი”
პირველი ფულის გამოჩენამდე,უძველესი ადამიანები ერთმანეთთან ვაჭრობას ბარტერული მეთოდებით აწარმოებდნენ.მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის რიგ ეტაპებზე,დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მაცხოვრებელი ხალხი ფულად ერთეულად გამოიყენებდა – საპონს,სპილოს კუდის თმებს,კაკაოს,დათვის კბილებს,მარილს,ცხოველების ტყავს,თამბაქოს,მარცვლეულს,ჩაის,უზარმაზარი მოცულობის მქონე ქვის მონეტებს (ზოგიერთი მონეტის წონა 4 ტონასაც კი აღემატებოდა) და სხვა ამა თუ იმ საგანსა და პროდუქტს.პირველები,ვინაც მეტალისაგან დამზადებული ფულის (სახელწოდებით – “ზოდი”) გამოყენება დაიწყო – შუმერების უნიკალური ცივილიზაციის მქონე ხალხი იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) მათი მეტალისაგან დამზადებული ფულის ნომინალობა დამოკიდებული გახლდათ “ზოდის” წონაზე.პირველი მონეტები,რომლებზეც დატანილი იყო ფულის ნომინალური ღირებულება,მოჭრილი იქნა ძვ.წ.აღ-ით 600 წელს მცირე აზიაში მდებარე ისტორიულ ქვეყანაში – ლიდიაში და იგი მზადდებოდა – ელექტრუმის მინერალისაგან (თვითნაბადი ოქროს სახესხვაობა). ძვ.წ.აღ-ით 44 წელს რომის იმპერატორის – გაიუს იულიუს კეისრის ბრძანებით დაწყებული იქნა მისივე გამოსახულების მქონე მონეტების დამზადება.ეს კი ადამიანის გამოსახულებიანი მონეტების გამოშვების პირველი პრეცენდენტი გახლდათ ისტორიაში.პირველი ქაღალდის ფულით სარგებლობა IX საუკუნის ჩინეთში დაიწყეს და მისი სახელწოდება ითარგმნებოდა,როგორც “მფრინავი ფული”,რადგანაც მათ ქარის შემთხვევაში ადვილად შეეძლოთ ჰაერში გაფანტვა.
ისტორიკოსების მტკიცებით,მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში,პირველ ფულად ერთეულად გამოიყენებოდა – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ძროხა,კამეჩი,იაკი და სხვა) და მათ – “კაპუტი” ეწოდებოდათ,რაც ლათინური ენიდან ითარგმნებოდა,როგორც – “თავი”.შესაბამისად,ადამიანს რამდენადაც ბევრი მსხვილფეხა პირუტყვი ანუ “თავი” გააჩნდა,მით მეტი კაპიტალის მფლობელი იყო იგი.აფრიკის კონტინენტის რიგ ნაწილებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ფულად ნომინალად XX საუკუნის შუა ნახევრამდეც კი გამოიყენებოდა. (ავტორი გენია.ჯი)