მიქელანჯელო ბუონაროტის გენიალური ქმნილების – “განკითხვის დღის” შესახებ…
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,რომის პაპი კლიმენტი VII,იტალიის ქალაქ სან-მინიატოში შეხვდა გენიალურ იტალიელ მხატვარსა და მოქანდაკეს – მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონს.სპეციალისტთა ვარაუდით,შესაძლოა სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყვეტილიყო ვატიკანში განთავსებულ “სიქსტეს კაპელის” (რომის პაპების ოფიციალურ რეზიდენცია) საკურთხევლისათვის - “განკითხვის დღის” ფრესკის დაწერა.(ავტორი გენია.ჯი) კლიმენტ VII-ეს სურვილი გახლდათ,რომ აღნიშნული ფრესკის დაწერით უზრუნველეყო საკუთარი სახელის უკვდავყოფა.ჩვენთვის უცნობია თუ როდის დაიდო მათ შორის ფრესკის დაწერის შესახებ კონტრაქტი,თუმცა ცნობილია,რომ მიქელანჯელო ფლორენციიდან რომში თავისი ახალი ქმნილების შესაქმნელად 1534 წლის სექტემბრის თვეში ჩავიდა.სულ რამდენიმე დღეში კი,ფრესკის შექმნის შემკვეთი კლემენტ VII გარდაიცვალა.აღნიშნულმა მოვლენამ ბუონაროტის აფიქრებინა,რომ ფრესკის დახატვამ აქტუალურობა დაკარგა და რომიდან კვლავ ფლორენციას დაუბრუნდა სხვა პროექტებზე სამუშაოდ.რომის ახალმა პაპმა პავლე III-მ აწ გარდაცვლილი პაპის იდეა მოიწონა და მიქელანჯელო კვლავაც მიიწვია ვატიკანში სამუშაოდ. 1537 წელს ბუონაროტიმ “განკითხვის დღის” ფრესკაზე დაიწყო მუშაობა და სამუშაო ოთხი წლის შემდეგ – 1541 წელს დაასრულა.მასზე გენიალურმა ხელოვანმა ასახა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა და ღმერთის მიერ კაცობრიობის უკანასკნელი და სამარადისო განკითხვა.ამ უნიკალურმა ფრესკამ საზოგადოების ერთი ნაწილის მოხიბვლა და მეორე ნაწილის საშინელი კრიტიკა ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშივე დაიმსახურა.მიქელანჯელოს მიერ ფრესკაზე გამოსახულმა შიშველმა პერსონაჟებმა ხელოვანსა და ჯერ კიდევ კარდინალ ჯანპიეტრო კარაფას (რომის მომავალი პაპი პავლე IV) შორის დიდი კონფლიქტი გამოიწვია.კარდინალმა მხატვარი მკრეხელობაში,ღვთისგმობასა და ერესში დაადანაშაულა.იგი მისგან კატეგორიულად მოითოვდა ან ფრესკაზე გამოსახული შიშველი სხეულებისათვის ტანისამოსის კომპონენტები დაემატებინა,ან საერთოდ წაეშალა იგი.კარდინალის მიერ წამოწყებულ საპროტესტო მოძრაობას,შემდგომში – “ლეღვის ფოთლების კამპანია” უწოდეს.მიქელანჯელოს ქმნილების “განკითხვის დღის” მიმართ მიმართულ საეკლესიო ცენზურას განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა რომის პაპის ობერ-ცერემონიამეისტერმა – ბიაჯო და ჩეზენამ,რომელიც საჯაროდ აცხადებდა,რომ აღნიშნული ფრესკა განკუთვნილი იყო არა ეკლესიის საკურთხევლისათვის,არამედ საერთო აბანოებისა და ტავერნებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ბუონაროტის შედევრის მიმართ გამოხატულმა ასეთმა კრიტიკამ,დიდი ხელოვანი განარისხა და ფრესკაზე ერთი ცვლილება დაიტანა.კერძოდ,მან ბიაჯო და ჩეზენას სახე მიწისქვეშეთის სამყაროს ძველბერძნული ღმერთის – მინოსის სახით ჯოჯოხეთში გამოსახა.თავად მინოსი კი ვირის ყურებით დახატა.ამ მეთოდით მიქელანჯელომ ჩეზენა “სულელისა” და “უვიცის” რანგში გამოიყვანა.
ბიაჯო და ჩეზენამ,რომელმაც საკუთარი თავი იხილა ფრესკაზე,მრისხანებით განაცხადა,რომ მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ფრესკა “რომაული კატოლიკური ეკლესიის სირცხვილი” იყო.ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,მაშინ როდესაც ჩეზენამ რომის პაპს სთხოვა მიქელანჯელო ეიძულებინა ფრესკაზე დატანილი თავისი გამოსახულება წაეშალა,მისგან პასუხად მიიღო,რომ “ეშმაკთან მოლაპარაკებები მის იურისდიქციის ფარგლებს სცილდებოდა”, და ურჩია მიქელანჯელოს თავად დალაპარაკებოდა.
“განკითხვის დღის” ფრესკაზე გამოსახულ შიშველ პერსიონაჟებს ტანისამოსი მისი შექმნიდან 24 წლის შემდეგ,რომის პაპის პავლე IV-ის ლოცვა-კურთხევით “ჩააცვეს”.აღნიშნული სამუშაო შესრულებული იქნა ცნობილი იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის – დანიელე და ვოლტერას მიერ,რომელიც თავის მხრივ,ერთი პერიოდის განმავლობაში მიქელანჯელოსთან ერთად მუშაობდა და მის ერთ-ერთ მოწაფედაც მიიჩნეოდა.აღნიშნული სამუშაოსათვის კი მას რომის მოსახლეობამ ზედსახელად – “შარვლისმხატველი” შეარქვა.
საბოლოო ჯამში,”განკითხვის დღის” შესახებ გამართულ პოლემიკას წერტილი 1994 წლის 8 აპრილს დაუსვა რომის პაპმა იოაენ პავლე II-მ,რომელმაც განაცხადა,რომ მიქელანჯელომ თავისი შეხედულება “წიგნი დაბადებისა”-გან იმ მეთოდით წარმოგვიდგინა,რაც “სიქსტეს კაპელას” საკურთხეველზეა ასახული. (ავტორი გენია.ჯი)