გილიოტინა – “ეპიზოდი”
საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომი ეპოქის რეპრესიების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – “გილიოტინა”,იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ მოსახლეობაში,რომ აღნიშნული სიკვდილის მანქანის მოწყობილობის მინიატურული მოდელების დამზადებაც დაიწყეს.გილიოტინის მინიატურული მოდელები კი,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ბავშვებისათვის სათამაშო და გასართობ დატვირთვას ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) ნახევარი მეტრი სიმაღლის მქონე გილიოტინის სათამაშოები სრულიად ფუნქციონირებადები იყო და მისი საშუალებით ფრანგ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლეოდათ თავი მოეკვეთათ თოჯინებისათვის და მცირე ზომის მქონე თაგვებისათვის.მიუხედავად იმისა,რომ ის მასობრივად იყო გავრცელებული საფრანგეთში,რიგმა ფრანგული ქალაქების ხელმძღვანელობამ კატეგორიულად აკრძალა “გილიოტინი”-ს მინიატურული სათამაშოების წარმოება და გამოყენება,რადგან მიიჩნიეს,რომ ასეთი სახის სათამაშოები ბავშვებზე ცუდ ზეგავლენას ახდენდნენ და მათ ძალადობისაკენ უწევდნენ პროვოცირებას.საყურადღებოა ისიც,რომ გილიოტინის ასეთივე მინიატურულ ქმნილებებს,ზრდასრული ფრანგები ერთი პერიოდის განმავლობაში,სამზარეულოში – პურის დასაჭრელადაც გამოიყენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)