ჯეიმზ კუკი – “ეპიზოდი”
დიდმა ინგლისელმა მკვლევარმა,კარტოგრაფმა,რიგი გეოგრაფიული აღმოჩენების ორგანიზატორმა და მოგზაურმა – ჯეიმზ კუკმა (1728-1779 წლები),თავისი მეორე მოგზაურობისას მელანეზიაში,წყნარ ოკეანეში მდებარე ახალი კალედონიის კუნძულების აბორიგენ მოსახლეობას საჩუქრად გარეული ღორი (ტახი) ჩაუყვანა,ხოლო მეორე მოგზაურობისას ტაიტისა და ახალი ზელანდიის მკვიდრებს კი საჩუქრად თხა გადასცა.თავის ერთ-ერთ წერილში,ჯეიმზ კუკი აღნიშნავდა,რომ ასეთი საჩუქრების ჩატანა ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში განპირობებული გახლდათ ორი მიზეზით.პირველი – მას სურდა ადგილობრივებში ნდობა მოეპოვებინა და მეორე – აღმოეფხვრა აბორიგენებში გამეფებული კანიბალიზმის საშინელი თვისებები.მიუხედავად დიდი ინგლისელი მკვლევარის მცდელობისა,აღეკვეთა კანიბალიზმი და მოეპოვებინა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა,მან ვერც მათი ნდობა მოიპოვა და თავადაც იქცა კანიბალიზმის მსხვერპლი ჰავაის კუნძულებზე გადასვლის დროს. (ავტორი გენია.ჯი)