კოლობრარო – (დაწყევლილი ქალაქი)

კოლობრარო – წარმოადგენს იტალიის ჩრდილოეთით განთავსებული ბაზილიკატას ადმინისტრაციულ რეგიონში მდებარე ქალაქს,რომელსაც ევროპელები – “დაწყევლილ ქალაქად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) ევროპელების მსგავსად,თავად ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ღრმად არიან დარწმუნებული იმაში,რომ არა მარტო მათი მშობლიური ქალაქია დაწყევლილი,არამედ თავადაც დაწყევლილები არიან.აღნიშნული ქალაქის შესახებ უამრავი ლეგენდაა გავრცელებული,რომელთა ნაწილი ირწმუნება,რომ კოლობრაროში ერთი პერიოდის მანძილზე იბადებოდნენ ბავშვები,რომელთაც რამდენიმე გული და რამდენიმე სხვა ერთი და იგივე შინაგანი ორგანოები გააჩნდათ.ქალაქის მაცხოვრებლები ამბობენ,რომ მათ ქალაქში დღემდე მრავალი ბოროტი სული და მოჩვენება ბინადრობს,რაც გახლავთ კიდეც მიზეზი კოლობრაროში მომხდარი მრავალი უბედური შემთხვევისა.

კოლობრაროს სრული ფართობი 65 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და მასში დღეისათვის 1 535 ადამიანი ცხოვრობს.ამ პატარა ქალაქში,განსაკუთრებული ცრურწმენის გამო,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,არც ერთი ადგილობრივი მცხოვრები არ ეუბნება უცნობს (ტურისტს) საკუთარ სახელს.ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ლეგენდა ირწმუნება,რომ კოლობრაროში აუხსნელი და უცნაური მოვლენების განვითარება XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო და მათ ორ ადამიანს უკავშირებენ.ერთ-ერთი მათგანი პროფესიით ადვოკატი – ბიაჯო ვირჯილიო გახლდათ,ხოლო მეორე კი ჯადოქრად აღიარებული ერთ-ერთი ქალი.ბიაჯო იმდენად წარმატებული ადვოკატი გახლდათ,რომ არც ერთი სასამართლო პროცესი არ წაუგია. (ავტორი გენია.ჯი) ამ ფაქტმა კი,ქალაქის მოსახლეობაში დაბადა აზრი,რომ ვირჯილიომ ეშმაკს მიჰყიდა სული.ამაში ადგილობრივები მას შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდნენ,რაც საკუთარი თვალით იხილეს ბიაჯოს სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა,სადაც მან განაცხადა: “თუ კი მე ვიტყუები,დაე,ჭაღი ჩამოვარდეს ჭერიდან”, – უცნაურია,თუმცა ფაქტია,რომ იმავე წამს ჭაღი მართლაც ჩამოვარდა.ამ ფაქტმა ადგილობრივებში იმდენად დიდი აღშფოთება გამოიწვია,რომ მათ ბიაჯო ვირჯილიო და მისი ოჯახი ქალაქიდან გაასახლეს.თუმცა,სანამ იგი ქალაქს დატოვებდა,მან და ადგილობრივმა ჯადოქარმა,რომელიც ასევე იქნა გასახლებული კოლობრაროდან, და რომელთანაც იგი მეგობრობდა,ქალაქი – დაწყევლეს და შეაჩვენეს.

მას შემდეგ,კოლობრაროში გახშირდა უბედური და უცნაური შემთხვევები,მათ შორის მრავალი გულის მქონე ბავშვების დაბადება.ხმები იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში განვითარებული მოვლენების შესახებ მთელი იტალიის მასშტაბით იქნა გავრცელებული და მალევე იგი იქცა კიდეც თავგადასავლების მაძიებელი ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იტალიაში,”დაწყევლილი ქალაქის” სახელწოდების წარმოთქმასა და იქ განითარებული მოვლენების მოყოლას დღემდე ერიდება მრავალი იტალიელი. (ავტორი გენია.ჯი)

კოლობრარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>