“გამაოგნებელი შურისძიების აქტი”
თვითმკვლელობის ამაზრზენი აქტები,რომელთაც რიგი საფრენი აპარატებით ფრენისას პილოტები სჩადიან,არა მარტო მათ სიცოცხლეს სპობს,არამედ უამრავი უდანაშაულო ადამიანსაც ანადგურებს.მათ შორის ბავშვებსაც.მიუხედავად იმისა,რომ ასეთი შემთხვევები ერთობ იშვიათი მოვლენაა,მაინც ფაქტია,რომ – ხდება! უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში,მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 44-მა პილოტმა განახორციელა სუიციდის აქტი და თავიანთი თვითმფრინავები მგზავრებთან ერთად მიწას დაანარცხა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ თითოეული სუიციდის ჩამდენი პილოტი მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები იყვნენ.ზოგიერთ პილოტს სუიციდის ჩადენისაკენ მეუღლესთან,შეყვარებულთან კონფლიქტებმა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა და უბიძგეს. (ავტორი გენია.ჯი) უკანასკნელი შემთხვევა,სავარაუდოდ,რომელიც პილოტი-თვითმკვლელის მიერ იქნა ჩადენილი,დაფიქსირებული იქნა 2015 წლის 24 მარტს.ამ დღეს, 27 წლის გერმანელმა პილოტმა – ანდრეას ლიუბიტცმა, 150 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
1976 წლის 26 სექტემბრის დილას,რუსი პილოტის – ანდრეი სერკოვის თვითმფრინავი AN-2, ნოვოსიბირსკის აეროპორტიდან აფრინდა.მან თავდაპირველად ქალაქს ძალიან დაბალ სიმაღლეზე შემოარტყა წრე,რის შემდეგაც თვითმფრინავი ერთ-ერთი ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისაკენ მიმართა და მეოთხე-მეხუთე სართულებს შორის დააჯახა.შეჯახებამ არა მარტო ნგრევა,არამედ საშინელი ხანძარიც გამოიწვია.პილოტის გარდა,ამ სასტიკ ქმედებას ოთხი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.გამოძიებისას დადგენილი იქნა,რომ ზემოაღნიშნულ ხუთ სართულიან კორპუსში ცხოვრობდა პილოტის – ანდრეი სერკოვის ყოფილი მეუღლე,მათი საერთო შვილი და სიდედრ-სიმამრი.პილოტი-თვითმკვლელის მიერ ჩადენილი აქტი გამოწვეული იყო შურისძიებით გრძნობით.მას სურდა,რომ სწორედ ამ მეთოდით გამოესალმებინა სიცოცხლეს თავისი ყოფილი მეუღლე,რომელსაც ღალატში სდებდა ბრალს.თუმცა,საყურადღებოა ის გარემოება,რომ თვითმფრინავის კორპუსზე შეჯახების დროს ბინაში სერკოვის არც ყოფილი მეუღლე და შვილი არ იმყოფებოდნენ და არც მისი სიდედრ-სიმამრი.შესაბამისად,მის მიერ ჩადენილ გამაოგნებელ აქტს,ოთხი სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)