იური ლევიტანის შესახებ…
ფაშისტური გერმანიის ფიურერმა – ადოლფ ჰიტლერმა,თავისი ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ებრაული წარმომავლობის მქონე საბჭოთა დიქტორის და რადიოწამყვანის – იური ლევიტანის (1914-1983 წლები) მოკვლისათვის,ჯილდოდ,იმ დროისათვის კოლოსალური თანხა – 250 000 გერმანული მარკა დააწესა.როგორც ცნობილია,ლევიტანი გამოირჩეოდა განსაკუთრებული და უიშვიათესი ხმის ტემბრით,რისთვისაც მას ზედსახელად – “საყვირი” შეარქვეს.თავდაპირველად, 17 წლის ასაკში მყოფმა მომავალმა N1-მა საბჭოთა რადიოწამყვანმა,რადიოში სხვადასხვა საგაზეთო სტატიების წაკითხვით დაიწყო მოღვაწეობა.ერთ საღამოს,იური ლევიტანი რადიოეთერში რეგიონების მსმენელთათვის გაზეთ – “პრავდიდან” კითხულობდა სტატიებს.მისი რადიოეთერი საკუთარ კაბინეტში შემთხვევით მოისმინა იოსებ სტალინმა და იმდენად მოიხიბლა ლევიტანის ხმის ტემბრით,რომ უმალვე რადიოკომიტეტის ხელმძღვანელს დაურეკა და უბრძანა,რომ ბელადის მიერ საბჭოთა ხალხისათვის წარსადგენი ანგარიში,მეორე დღეს,რადიოეთერში სწორედ მას უნდა წაეკითხა. (ავტორი გენია.ჯი) ასე დაიწყო 19 წლის იური ლევიტანის თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა.მიუხედავად იმისა,რომ მისი ტალანტი უმალვე იქნა აღიარებული,იგი მაინც გამუდმებით ვარჯიშობდა ხმის ტემბრისა და დიქციის დახვეწაზე.არის ცნობები,რომ ასეთი ვარჯიშის დროს,დიქტორი ტექსტებს თავზე დამდგარიც კი კითხულობდა.იმისათვის,რომ საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილი და საუკეთესო ხმის მქონე დიქტორი დაცული ყოფილიყო,მას პირადად სტალინის ბრძანებით გამოუყვეს პირადი დაცვა და იგი უზრუნველყვეს აბსოლუტური უსაფრთხოებით.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,საბჭოთა სპეცსამსახურები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას მისი ფიზიკური აღნაგობის შესახებ.ყოველ სამუშაო დღეს რადიოსადგურში სამუშაოდ სხვადასხვა მარშრუტებით დაჰყავდათ.ასეთი უსაფრთხოების ზომების გამო მას არაერთხელ შექმნია პრობლემები.მაგალითად,მაშინ,როდესაც იგი სამსახურში მიიჩქაროდა,რათა ქვეყნისათვის ემცნო მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ცნობა,რადიოსადგურის გზაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს გადაეყარა.ხალხმა,რომლებმაც იგი ვერ იცნო,რადიოსადგურში არ შეუშვა იმ მოტივით,რომ სულ რამდენიმე წუთში რადიოეთერით ხალხისათვის იური ლევიტანს უნდა მიემართა და იმისათვის,რომ მისი გამოსვლისათვის ხელი არ შეეშალა,დანიშნულების ადგილზე არ შეუშვეს.შესაბამისად,საბჭოთა დიქტორი,რომლის ხმაც ჟრუანტელს ჰგვრიდა გერმანელ ფაშისტებსა და პირადად ადოლფ ჰიტლერს,იძულებული გახდა სხვა რადიოსადგურიდან ეცნობებინა საბჭოთა მოქალაქეებისათვის ფაშიზმზე გამარჯვების ოფიციალური ინფორმაცია.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ სწორედ იური ლევიტანი გახლდათ ის პირველი საბჭოთა დიქტორი,რომელსაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.პირადი ცხოვრება კარიერისაგან განსხვავებით,იური ლევიტანს არც თუ ისე წარმატებული ჰქონდა.იგი 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ (1949 წელს) მეუღლემ მიატოვა და ცოლად სხვას გაჰყვა.მას შემდეგ ლევიტანი აღარ დაქორწინებულა.ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი – ნატალია,რომელთან ერთადაც ცხოვრობდა მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში.საინტერესოა ის გარემოება,რომ მამა-შვილთან ერთად ცხოვრობდა იური ლევიტანის სიდედრიც,რომელიც მაშინაც კი არ წავიდა საყვარელი და სახელოვანი სიძისაგან,რაც იგი საკუთარმა ქალიშვილმა მიატოვა. 1983 წლის 4 აგვისტოს იური ლევიტანი სოფელ ბესონოვკაში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)