“საიდუმლო სერობა” – (ეპიზოდი)
გენიალურმა – ლეონარდო და ვინჩიმ,თავის უკვდავ ქმნილებაზე (ფრესკაზე) – “საიდუმლო სერობა”,მუშაობა 1495 წელს დაიწყო და 1498 წლს დაასრულა.მილანში მდებარე სანტა-მარია-დელე გრაციეს დომინიკელთა ორდენის მონასტერში განთავსებულ ლეონარდოს მიერ შექმნილ ფრესკაზე ასახულია იესო ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელი ვახშამი. (ავტორი გენია.ჯი) ვირტუოზმა იტალიელმა ხელოვანმა,აღნიშნულ ფრესკაზე იაკობ უფროსისა (ზებედესის) და იაკობ უმცროსის (ალფესის) ისეთი დიდებული და ლამაზი სახეები შექმნა,რომ,როდესაც ჯერი იესო ქრისტეზე მიდგა,მიუხედავად დიდი ოსტატობისა,მაინც ვეღარ შეძლო მისი სათანადო სრულყოფილებით გამოსახვა.ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ლეონარდომ გადაწყვიტა რჩევის მისაღებად ასევე გენიალური არქიტექტორისათვის – ბერნარდო ზენალესათვის (1460-1526 წლები) მიემართა.ბერნარდომ კი ლეონარდოს შემდეგი სახის რჩევა მისცაა:
- ლეონარდო,შენ მიერ დაშვებული შეცდომა იმდენად დიდი და მძიმეა,რომ ღმერთის მეტი ვერავინ გიშველის.ვერც შენ და ვერც სხვები ვერ შეძლებენ იმაზე მეტი ღვთაებრიობა და სილამაზე მიანიჭონ თავიანთ პერსონაჟებს,როგორითაც შენ ორივე იაკობი შეამკე.სჯობს,შეურიგდე იმ აზრს,რომ ასეთი მოციქულების გვერდით შენ ვეღარ შექმნი ქრისტეს სრულყოფილ სახეს; ამიტომ ხელს ნუღარ ახლებ იესოს გამოსახულებას,დატოვე ისე,როგორც არის.
ლეონარდო და ვინჩი მართლაც ისე მოიქცა,როგორც ბერნარდო ზენალემ ურჩია და ისევე დატოვა იესოს გამოსახულება,როგორადაც თავდაპირველად ჰქონდა შექმნილი.შესაბამისად,თუკი აღნიშნულ გადმოცემას დავეყრდნობით,შეიძლება განვაცხადოთ,რომ “საიდუმლო სერობის” ფრესკაზე გამოსახული იესო ქრისტეს გამოსახულება სრულყოფილად დასრულებული არ არის. (ავტორი გენია.ჯი)