ელისაბედ II – “ეპიზოდი”

მის სამეფო უდიდებულესობა დედოფალს ელისაბედ II-ს,პატარაობაში საკუთარი სახელის წარმოთქმა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა და ელისაბედის ნაცვლად საკუთარ თავს – ლილიბედს უწოდებდა.სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამ,ჯორჯ VI-მ ზედსახელად – ლილიბედი.ჯორჯი საკუთარი ქალიშვილების შესახებ ამბობდა,რომ “ლილიბედი მისი სიამაყე იყო,ხოლო მარგარეტი კი – სიხარული”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც წესი,სამეფო ტახტზე ასვლა გაერთანებულ სამეფოში მეფის უფროსი შვილის პრივილეგიაა.ელისაბედი მარგარეტზე ექვსი წლით უფროსი იყო და შესაბამისად,გვირგვინის უპირველესი პრეტენდენტიც თავად იყო.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ათი წლის ასაკში მყოფ ელისაბედს ექვსი წლის უმცროსმა დაიკომ,მარგარეტმა,ჰკითხა:

- ესე იგი დედოფალი გახდები?

- დიახ,ოდესღაც,მომავალში! – უპასუხა ლილიბედმა.

- საბრალოვ! ძალიან დიდი ტვირთის ტარება მოგიწევს! – სრული თანაგრძნობით მიუგო მარგარეტმა.

…და მართლაც, 1952 წლის 6 თებერვალს,კენიაში ვიზიტის დროს,ელისაბედს მეტად სამწუხარო ინფორმაცია შეატყობინეს მამის გარდაცვალების შესახებ.ეს კი ნიშნავდა იმას,რომ გაერთიანებული სამეფოს ახალი დედოფალი ავტომატურად ხდებოდა ელისაბედი, და ეს ხდებოდა არა მის სამშობლოში,არამედ ერთ-ერთ აფრიკულ სახელმწიფო – კენიაში.ამ დროს ელისაბედის თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა და დასაჯდომად ემზადებოდა.თავად გაერთიანებული სამეფოს დედოფალი კი,რომელსაც ჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდა მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,ილუმინატორიდან,აეროპორტის სიახლოვეს მზარდ იმ ლეღვის ხის გვირგვინს ადევნებდა თვალს,რომელიც ერთ-ერთი იგავის თანახმად,თავად უფალმა ჩვენმა – იესო ქრისტემ დაწყევლა. (ავტორი გენია.ჯი)

ლილიბედი 7 წლის ასაკში

ლილიბედი,მარგარეტი და მათი ბებია – მარიამ ტეკელი 

დრამატული ფოტო,სადაც ასახულია კენიიდან სამშობლოში დაბრუნებული,დაობლებული გაერთიანებული სამეფოს ახალი დედოფალი ელისაბედ II

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>