მაგიდა მთა

მაგიდა მთა – წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ კეიპტაუნის სამხრეთ-დასავლეთითა და მაგიდა უბის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე იმ მთას,რომელიც ეგრეთ წოდებული – “ბუნების შვიდ ახალ საოცრებათა” ნუსხაშია ოფიციალურად შეტანილი.მის სიახლოვეს მდებარეობს თორმეტი მოციქულის,ეშმაკისა და ლომის თავის პიკები.მაგიდა მთის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1 085 მეტრია.გააჩნია პლატოსმაგვარი ბრტყელი და მეტ-ნაკლებად ციცაბო ფორმის მქონე მწვერვალი,რამაც განაპირობა კიდეც მისთვის ესოდენ უცნაური სახელწოდების მინიჭება. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული მთის სახელწოდება მიენიჭა ცის სამხრეთ ნახევარსფეროს პოლუსის ახლო თანავარსკვლავედს,რომელიც თავის მხრივ 24 ვარსკვლავს მოიცავს, და რომელიც აღმოჩენილი იქნა დაახლოებით 1754 წელს ცნობილი ფრანგი ასტრონომისა და აბატის – ნიკოლა ლუი დე ლაკაილის მიერ.მაგიდა მთას გააჩნია ციცაბო ფერდობი,რომელიც დაფარულია მარადმწვანე ტყეებითა და ბუჩქებით.მასზე განთავსებულ იშვიათი სახეობის ფლორის (მათ შორის ენდემურის) და ფაუნის წარმომამდგენლებს სახელმწიფო იცავს.მთის მწვერვალზე კლიმატი ერთობ ცივი და ქარიანია.ზამთარში ტემპერატურა შესაძლოა 0 გრადუს-ცელსიუსზე დაბლაც კი დაეცეს.

პირველად,მაგიდის მთის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია დათარიღებულია 1503 წლით და მისი ავტორია XV-XVI საუკუნეებში მოღვაწე პორტუგალიელი ადმირალი და მკვლევარი – ანტონიუ დი სალდანია.ცნობისათვის,სწორედ ანტონიუ იყო პირველი ევროპელი,რომელმაც ღუზა ჩაუშვა მაგიდა ყურეში და პირველი ევროპელი,რომელმაც განახორციელა მაგიდა მთაზე ასვლა 1503 წელს.გარდა პორტუგალიელი მკვლევარისა,მაგიდა მთა თავის წიგნში – «ფრეგატი “პალადა”» დაწვრილებით აგვიღწერა რუსმა მწერალმა – ივანე გონჩაროვმა.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული მთა ქალაქ კეიპტაუნის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად არის მიჩნეული და მასზე გაყვანილია საბაგირო გზა,რამაც იგი აქცია კიდეც ტურისტულ ატრაქციონად.(ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>