დემეტრიოს I პოლიორკეტი – “ეპიზოდი”
დემეტრიოს I პოლიორკეტი (ძვ.წ.აღ-ით 336-283 წლები) – წარმოადგენდა ალექსანდრე მაკედონელის თანამებრძოლისა და მხედართმთავრის ანტიგონე I ცალთვალას ვაჟს და მაკედონიის მეფეს ძვ.წ.აღ-ით 294-288 წლებში.მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ ალექსანდრეს მიერ ხელდასმულ დიაოხებთან ბრძოლას შეალია.საინტერესოა ის გარემოება,რომ თავად ეროვნებით მაკედონელმა – დემეტრიოსმა, ძვ.წ.აღ-ით 307 წელს,მაკედონიის მეფის,კასანდროსის ბატონობისაგან გაანთავისუფლა ათენი,რამაც იმდენად აღაფრთოვანა ათენელები,რომ იგი – გააღმერთეს და სახელად – “სოტერი” ანუ “მხსნელი” უწოდეს.თუმცა რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ (ძვ.წ.აღ-ით 301 წელს),მაშინ როდესაც ეფესოდან დამარცხებულმა დემეტრიოსმა ათენს მიაშურა თავშესაფარად,დამარცხებულ მხედართმთავარს,იმ ქალაქმა,რომელიც იხსნა მაკედონელთა უღლისაგან, და რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ გააღმერთა და “მხსნელი” უწოდა,მიღებაზე ცივი უარი განუცხადა,რამაც მოგვიანებით წარმოშვა კიდეც მაკედონიასა და ათენს შორის სისხლიანი დაპირისპირება.
გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი,ბიოგრაფი და მორალისტი – მესტრიუს პლუტარქე,თავის მხრივ მეტად უარყოფითად ახასიათებდა ქარიზმატული ხასიათით ცნობილ დემეტრიოს I პოლიორკეტსს, და იმ კაცს,რომელიც მისმა თანამემამულეებმა “გააღმერთეს” – პედოფილიაშიც კი სდებდა ბრალს.(ავტორი გენია.ჯი)