ბარდიას შესახებ…

ბარდია – წარმოადგენდა იმ იდუმალებით მოცულ კიროს II-ს უმცროს ვაჟსა და სპარსეთის მეფეს აქემენიდების დინასტიიდან,რომელიც რიგი სპარსული ისტორიოგრაფიული წყაროების მტკიცებით (რასაც ადასტურებს “ისტორიის მამად” წოდებული – ჰეროდოტე ჰალიკარნასელიც) მოკლული იქნა ჯერ კიდევ გამეფებამდე უფროსი ძმის კამბისე II-ეს ბრძანებითა და შეკვეთით.იმისათვის,რომ კამბისეს საკუთარი ღვიძლი ძმის მკვლელობა დაემალა და ხალხის რისხვა არ დაემსახურებინა,მიიღო გადაწყვეტილება,ბარდიას როლი ეთამაშა იმ სპარს მაგს,სახელად – გაუმტას,რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მოკლულ უფლისწულს.საინტერესოა ის გარემოება,რომ თვითმარქვია-მაგმა დავალებას თავი რამდენიმე წლის განმავლობაში შესანიშნავად გაართვა და როდესაც კამბისე ეგვიპტეში სალაშქროდ წავიდა, ძვ.წ.აღ-ით 522 წლის 11 მარტს თავი მეფედ გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ძალაუფლება უმალვე იქნა აღიარებული სპარსეთის სამეფოში,მიდიასა და ბაბილონში,რადგან კამბისეს მიმართ უკმაყოფილება მოსახლეობაში განუზომლად დიდი იყო.კამბისეს გარდაცვალების შემდეგ კი თვითმარქვია-ბარდიას ძალაუფლება ეგვიპტემაც აღიარა.მისი მმართველობის სამი წლის პერიოდის შესახებ ცნობები ძალიან მწირია.თუმცა ცნობილია,რომ მოსახლეობას შეუმცირდა გადასახადები,გაუქმდა მოქალაქეების ჯარში  იძულებით გაწვევის წესი,დედაქალაქი გადაიტანა მიდიაში და დაანგრია რამდენიმე წარმართული ტაძარი.აღნიშნულმა ბრძანებებმა მას მოსახლეობაში დიდი პოპულარობა შესძინა,მაგრამ ეჭვი აღძრა დიდებულებში.ჰეროდოტეს გადმოცემის მიხედვით,ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა იმან,რომ “ბარდია” საკუთარი ხალხის წინაშე არასოდეს ჩნდებოდა.ერთ-ერთი სპარსი დიდებულის ქალიშვილმა,რომელიც მეფის ჰარამხანაში ცხოვრობდა,მამას ამცნო,რომ სპარსთა ხელმწიფეს ყურები არ ჰქონდა,რამაც საბოლოოდ დაარწმუნა დიდებულები ხელმწიფის თვითმარქვიობაში.”ბარდიას” წინააღმდეგ დარიოსის ხელმძღვანელობით განხორციელდა შეთქმულება და ძვ.წ.აღ-ით 519 წლის 29 სექტემბერს თვითმარქვია-მაგი-მეფე საკუთარ სასახლეში იქნა მოკლული.მისი მკვლელობის შემდეგ კი,სპარსეთის ახალი მეფის,დარიოს I-ის ბრძანებით,იმპერიაში დაარსებული იქნა ყოველწლიური დღესასწაული,სახელწოდებით – “მაგების გვემა”.ამ სადღესასწაულო დღეს,სპარსეთის იმპერიაში მაცხოვრებელ თითოეულ მაგს კატეგორიულად ეკრძალებოდა ქუჩაში გამოსვლა და შესაბამისად,ისინი თავიანთ სახლებში უნდა გამოკეტილიყვნენ.წინააღმდეგ შემთხვევაში სასტიკ ცემას ვერ გადაურჩებოდნენ.

ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს,რომ ბარდია არ იყო თვითმარქვია მონარქი და მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველი დარიოსის მიერ იქნა ორგანიზებული.აკი,ბარდიას-თვითმარქვიობის დამადასტურებელ ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროდ,სწორედ დარიოსის ზეობის პერიოდში დაწერილი – “ბეჰისთუნის წარწერა” მიიჩნევა,სადაც გაშუქებულია დარიოს I-ის ბიოგრაფია.”ბეჰისთუნის წარწერის” ავტორად კი ისტორიკოსები დღემდე დარიოს I-ს მიიჩნევენ.საინტერესოა ის,რომ დარიოსის მმართველობის პირველივე წელს,სპარსეთის იმპერიაში აღმოჩენილი და დაკავებული იქნა კიდევ ერთი “თვითმარქვია-ბარდია”,რაც კიდევ უფრო დიდ ეჭვებს იწვევს ზემოაღნიშნულ ისტორიაში.სწორედ ამიტომ არის ბარდია სპარსეთის ისტორიაში ყველაზე იდუმალი ბიოგრაფიით მოცულ მეფედ აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>