საიდან გაიცა ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური იარაღით დაბომბვის ბრძანება?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა – ატომური იარაღის გამოყენებით იაპონიის ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა,რასაც ათიათასობით მშვიდობიანი ადამიანის განადგურება მოჰყვა,განხორციელებული იქნა 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს დილის საათებში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ბრძანება კი გაცემული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტის – ჰარი ტრუმენის მიერ არა აშშ-ის ტერიტორიიდან,არამედ მეორე მსოფლიო ომში ახლად დამარცხებული გერმანიიდან.კერძოდ,გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პოტსდამში განთავსებული ჰოენცოლერნების დინასტიის (პრუსიის მეფეებისა და გერმანიის იმპერატორების დინასტია) უკანასკნელი და ულამაზესი რეზიდენციიდან – “ცეცილიენჰოფის სასახლიდან” – ტელეფონის საშუალებით. (ავტორი გენია.ჯი)
ჰოჰენცოლერნების დინასტიის საგვარეულო გერბი
ცეცილიენჰოფის სასახლე
ჰარი ტრუმენი