ზვიად გამსახურდიას მეტად საყურადღებო ინტერვიუდან…

” – ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას,არ დავემორჩილეთ დასავლური სახელწმიფოების დიქტატს,არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად,უფრო მარტივად რომ ვთქვათ,ჩვენ არ დავუშვით,რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.

დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს,რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას.ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) აგენტისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის მოსვლისა.

მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა.სახელმწიფოს სათავეში მოსულნი,ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას,ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით,რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა,რომ გაცილებით ძველი ისტორია გვაქვს,ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს… ჩვენი პოლიტიკის ეს ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას,რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას.მათი მიზანია,გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი,სათავეში-მსოფლიო ხელისუფლებით.ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ეგრეთ წოდებული “ახალი მსოფლიო წესრიგი”.ახალი მსოფლიო წესრიგის არსია: განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსულმანური,რელიგიას ისინი არ ანიჭებენ მნიშვნელობას) დამოუკიდებლობისა,გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა.

ძალები,რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება,სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით.მათი მიზანია,ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით,მთავრობებით,კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად,სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით,სრულიად დედემორალიზებულს,მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი.ამ ზრახვათა განხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ.ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს,ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მე მწამს ხალხთა სიბრძნისა.ეს არის უკანასკნელი,რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

P.S. ჩვენი ბედკრული სამშობლოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ – საქართველოს დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას დაბადების დღეს.თითოეული ჩვენი ქვეყნის მოყვარულ შვილს კი Genia.Ge გიძღვნით ერთ-ერთ ულამაზეს ლექსს:

იმედი მაღლა დროშასავით უნდა ავწიო,

არ დაუჯეროთ მკლავში ამის ძალა დამაკლდეს.

რომ დაიძახონ ქართველები ქუდზე კაციო,

ცხრათავიანი თუ არ გავხდე ძაღლი ჩამაკვდეს.

* * *

ბრძოლით ჩავლილი საიქიოს ჩასახედარი,

სისხლის მირონი ჩასდიოდეს მხრიდან სამკლავეთს,

მერე აიღეთ დაჩეხილი ჩემი ცხედარი

და ჩემს მიწაში სადმე უხმოდ მიმასაფლავეთ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>