მანსიუ იტო – (იაპონიის 12 წლის პირველი ელჩი ევროპაში)

“ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის ხელისუფლებამ, ევროპაში პირველი ელჩების მივლინების გადაწყვეტილება იტალიელი იეზუიტი მისიონერის – ალესანდრო ვალინიანოს იდეის შედეგად მიიღო. მის იდეას მხარი აუბა იმ სამმა გავლენიანმა იაპონელმა დაიმიომ (შუა საუკუნეების იაპონიაში სამხეფრო ფეოდალების ტიტული), რომლებიც ქრისტიანული რელიგიის მატარებლები იყვნენ.მათ მიერ სპეციალურად იქნა შერჩეული ოთხი იაპონელი ქრისტიანი მოზარდი, რომელთაც მიუხედავად პატარა ასაკისა, საკუთარ თავზე უნდა აეღოთ ელჩობის მეტად საპასუხისმგებლო ტვირთი „ბებერ კონტინენტზე”. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოთხივე იაპონელ მოზარდს პორტუგალიური სახელები ერქვათ – მანსიუ იტო (1570-1612 წლები), მიგელ ტიძივა, ჟულიან ნაკაურა და მარტინიო ჰარა. აღნიშნული ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ 12 წლის ასაკში მყოფი – მანსიუ იტო, რომელსაც მიენიჭა კიდეც ოფიციალურად იაპონიის საელჩოს ხელმძღვანელის სტატუსი. (ავტორი გენია.ჯი) მოზარდები იაპონიის ქალაქ ნაგასაკიდან 1582 წლის 20 თებერვალს გავიდნენ. გარდა. მათ თან ახლდათ ორი მოსამსახურე, თავად ვილინიანო (რომელმაც ინდოეთის შტატ გოამდე მიაცილა ისინი) და თარჯიმანი – დიეგო დე მესკიტა. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მოზარდი ელჩები 1584 წელს ჩავიდნენ, საიდანაც მალე დანიშნულების ადგილას, “მარადიულ ქალაქ” – რომში გადაინაცვლეს. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მანსიუ იტომ და მისმა სამმა არასრულწლოვანმა თანამგზავრმა შეხვედრების ორგანიზება მოახერხეს ესპანეთისა და პორტუგალიის მეფეებთან, ტოსკანას ჰერცოგთან – ფრანჩესკო I მედიჩთან და ორ რომის პაპთან – გრიგოლ XIII-სთან და მის მემკვიდრე – სიქსტუს V-სთან. შესაბამისად, ყმაწვილმა ელჩებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და 1590 წლის 21 ივნისს სამშობლოს ვალმოხდილები დაუბრუნდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მალევე, ალესანდრო ვალიანიონის ინიციატივით, ოთხი მოზარდიდან სამი მათგანი – იეზუიტთა ორდენის წევრებად აირჩიეს და ამ მოვლენით, ისინი პირველი იაპონელები გახდნენ, რომლებიც აღნიშნული ორდენის წევრებად გაერთიანდნენ. ასე რომ,ევროპაში იაპონიის პირველი ელჩის ასაკი 12 წელი იყო, რაც დამეთანხმებით, რომ დიპლომატიის ისტორიაში განუმეორებელი შემთხვევაა. მანსიუ იტო გარდაიცვალა 1612 წელს იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში. იმ ქალაქში, რომელზეც მისი გარდაცვალებიდან 333 წლის შემდეგ ატომური თავდასხმა განხორციელდა. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ზემოთ განთავსებულ სურათზე, შუაში გამოსახულია მოზარდების თარჯიმანი – პადრე მესკიტა, ჟულიან ნაკაურა (მარცხნივ), მანსიუ იტო (მარჯვნივ), ხოლო დაბლა გამოსახული არიან – მარტინიუ ჰარა (მარცხნივ) და მიგელ ტიძივა (მარჯვნივ)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>