“დამაკვირდი”
1. “როგორ უნდა დაწერო რა არის სამშობლო? ვერც მე დავწერდი…” – ერლომ ახვლედიანი
2. ” – სიკვდილი კი არ კლავს ადამიანს,არამედ სიკვდილი კვდება ადამიანში”. – გოდერძი ჩოხელი
3. “ადამიანის ფანტაზია მის სინდისს აღემატება მუდამ”. – იოზეფ როთი (ავტორი გენია.ჯი)
4. “თუ შენ გინდა განიცადო ცხოვრების სიმშვიდე და აუმღვრევლობა,მაშ,გაემართე უბედურთაკენ,იმ საცოდავი ღატაკებისკენ,თავიანთი გაჭირვებისგან რომ კანკალებენ და მაშინ მოიპოვებ ბედნიერებას!..” – ომარ ხაიამი
5. “მე ის კი არა მჭირდება ვიცოდე,თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი,არამედ ის,თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ”. – მაქსიმ გორკი
6. “მდიდრების უმრავლესობას ყოველგვარი სიამოვნება სწორედ იმიტომ ღლის,რომ არავითარი დაბრკოლება არ ეღობებათ წინ მის ასრულებაში”. – ბერნარდენ დე სენ-პიერი
7. “ძალა იყოს და ჭკუა მოიცდის”. – (ავტორი გენია.ჯი)
8. “მზარავს სიყვარულით მოვაჭრე ხალხი” – (ავტორი გენია.ჯი)
9. “მე ვისურვებდი მეხსიერებიდან ამომეშალა დღევანდელი გასეირნება ზნეობის მიღმა”. – ალექსეი ტოლსტოი
10. ”დღეს გვახარებს სიტყვა “სისწრაფე” და გვავიწყდება,რომ ის მხოლოდ თვლემაა მატარებლის ვაგონში,ჩაბნელებულ გვირაბში რომ მიგვაქროლებს და მცირე დროში მივყავართ სასურველ ადგილას,მაგრამ მერე აღარ ვიცით,რა ვუყოთ დარჩენილ დროს და სისულელესა და უაზრობაში ვფლანგავთ მას… ბუნება შურს იძიებს და დროს,რომელსაც მას ვპარავთ,სარფიანად ვერ ვიყენებთ,მხოლოდ ადამიანური ზნეობით ვაჭრობაში ვფლანგავთ…” – ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმი