ლატერანის ბაზილიკა – “ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,კათოლიკური იერარქიის მიხედვით ყველაზე მაღალ საფეხურზე (პირველ ადგილზე) კათოლიკურ ეკლესიებს შორის დგას არა ისეთი სახელგანთქმული ტაძრები,როგორებიც არიან – “წმინდა პეტრეს ტაძარი”,”სანტა-მარია მაჯორეს ბაზილიკა” და “სან-პაოლო-ფუორი-ლოე-მურას ბაზილიკა”,არამედ რომში მდებარე საკათედრო ტაძარი – “ლატერანის ბაზილიკა” (წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ლატერანის ბორცვზე).კათოლიკურივე იერარქიის მიხედვით,აღნიშნულ ბაზილიკას მინიჭებული აქვს “Basilica maior”-ის ტიტული,რაც ლათინური ენიდან თარგმანით – “დიდ ბაზილიკას” აღნიშნავს (რანგით ყველაზე მაღალი ტიტული კათოლიკურ ეკლესიებს შორის).თუმცა ასეთივე ტიტულები გააჩნიათ ზემოთ მოხსენიებულ სამ უმნიშვნელოვანეს კათოლიკურ ტაძარსაც. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ,აქვე მინდა ავღნიშნო,რომ “ლატერანის ბაზილიკის” შესასვლელზე გაკეთებულია მეტად მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე წარწერა – “წმინდა ლატერანის ეკლესია ყველა ქალაქის ეკლესიისა და მსოფლიო ეკლესიების დედა და ხელმძღვანელია”,რაც თავისთავად მიუთითებს იმას,რომ “ლატერანის ბაზილიკა” იერარქიულად კათოლიციზმში ყველაზე მაღალ საფეხურზე იმყოფება. (ავტორი გენია.ჯი) ჩვ.წ.აღ-ის პირველ ათასწლეულში,აღნიშნული ტაძრის მიმდებარე “ლატერანის სასახლეში” ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ყველა რომის პაპი.იქვე ჩატარდა ხუთი მსოფლიო საეკლესიო კრება და სწორედ ამ ტაძარს სწირავდნენ სხვადასხვა ქვეყნების ქრისტიანი იმპერატორები ყველაზე ძვირფას შესაწირებს,რის გამოც მას ზედსახელად – “ოქროს ბაზილიკა”-ც კი უწოდეს.”ლატერანის ბაზილიკის” ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ სიწმინდედ მიჩნეულია – “წმინდა კიბე”,რომელიც წმინდა ელენემ ჩამოიტანა რომში იერუსალიმიდან.როგორც ვარაუდობენ,ეს სწორედ ის კიბეა პილატეს სასახლიდან,რომლითაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ავიდა პილატეს მიერ მოწყობილ სასამართლოზე – ჯვარცმის წინ. (ავტორი გენია.ჯი)
“წმინდა კიბე”
“წმინდა კიბის” საფეხურები
“წმინდა პეტრეს ტაძარი”
“სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკა”
“სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურას ბაზილიკა”