“საძაგელი არქიტექტორი”
ევროპის დასავლეთით მდებარე ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ საცხოვრებელ რაიონში – მაროლესში,ადგილობრივები არც თუ ისე იშვიათად იყენებენ გამოთქმას – “საძაგელ არქიტექტორს” იმ ადამიანების მიმართ,ვის მიმართაც მათ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნიათ.ასეთი სიტყვით მიმართვა კი ნებისმიერი მაროლესელისათვის ერთობ დიდ შეურაცხყოფად და გამაღიზიანებელ ფაქტორად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სიტყვა ადგილობრივებისათვის,შეურაცმხყოფელი და გამაღიზიანებელი XIX საუკუნის მეორე ნახევარიდან გახდა.ამის მიზეზად კი იქცა ბრიუსელის საცხოვრებელ რაიონში – მაროლესში,გრანდიოზული “მართლმსაჯულების სასახლის” მშენებლობა.აღნიშნული მშენებლობის დაწყების წინ,მაროლესის რაიონიდან უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნა გასახლებული,რომელთა დიდი ნაწილი სრულიად უსახლ-კაროდ დარჩა.ამ დრამატულ მოვლენაში კი მაროლესელებმა ბრალი უპირველეს ყოვლისა მშენებლობის მთავარ არქიტექტორს დასდეს, და უწოდეს კიდეც მას – “საძაგელი არქიტექტორი”.გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ სწორედ მაროლესის “მართლმსაჯულების სასახლის” მშენებლობამ ჩაუყარა საფუძველი ეგრეთ წოდებულ “ბრიუსელიზაციას” ანუ ქალაქის ურბანული დაგეგმარების მიმართ ქაოტურ მიდგომას,რამაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოუტანა ბელგიის სამეფოს დედაქალაქის მოსახლეობას. (ავტორი გენია.ჯი)
“მართლმსაჯულების სასახლე” მაროლესში (ბრიუსელი)