გუსტავ კაიბოტი – “ეპიზოდი”

გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა,იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა და კოლექციონერმა - გუსტავ კაიბოტმა (1848-1894 წლები),სიცოხლის უკანასკნელ ეტაპზე,თავის მფლობელობაში მყოფი უნიკალური სახვითი ხელოვნების კოლექცია საფრანგეთის მთავრობას სრულიად უსასყიდლოდ უსახსოვრა ანდერძით.აღნიშნულ კოლექციაში დაცული იყო ისეთი დიდი მხატვრების ნამუშევრები,როგორებიც გახლდნენ – პიერ ოგიუსტ რენუარი,კლოდ მონე,კამილ პისარო,ედუარ მანე,ედგარ დეგა,პოლ სეზანი და ალფრედ სისლეი.მისი გარდაცვალების პერიოდში საფრანგეთში დიდად არ სწყალობდნენ იმპრესიონისტებს,რადგან უპირატესობას უფრო აკადემიურ სახვით მიმართულებას ანიჭებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ გაათვითცნობიერა მან,რომ მისი გარდაცვალების შემდგომ,თავისი შედევრი-სურათები ან სარდაფებში დაიდებდნენ ბინას,ან კიდევ პროვინციებში განთავსებულ მუზეუმებში.კაიბოტმა საკუთარი ანდერძის აღსრულება პიერ ოგიუსტ რენუარს დაავალა.მისივე უკანასკნელი სურვილი იყო,რომ გუსტავის ნამუშევრები პარიზში განთავსებულ იმ ლუქსემბურგის სასახლეში გამოეფინათ,სადაც სხვა უამრავი თანამედროვე სახვითი ხელოვანი ოსტატის ნამუშევრები გახლდათ წარმოდგენილი.საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.მიუხედავად ამისა,რენუარმა მოახერხა და კაიბოტის 38 ნამუშევრის ლუქსემბურგის სასახლეში გადატანას მაინც მიაღწია.დარჩენილი 29 ტილოდან ერთი თავად რენუარს ხვდა წილად,როგორც გუსტავის ანდერძის აღმსრულებელს,დანარჩენი 28 სურათის ლუქსემბურგის სასახლეში გადატანაზე კი ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ორჯერ (1904 და 1908 წლებში) განაცხადა უარი,რაც შემდეგ ძალიან სანანებელი გაუხდა,რადგან გუსტავ კაიბოტის დარჩენილი 28 შედევრი-სურათი 1928 წელს შესყიდული იქნა ამერიკელი ს. ალბერტ ბარნსის მიერ.მან კი,ფრანგული შედევრები ქვეყნიდან აშშ-ი სრულიად კანონიერად გაიტანა და დღესდღეობით ისინი ფილადელფიაში განთავსებულ “ბარნსის ფონდში” არიან დაცულნი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ გენიალური ფრანგი მხატვრის – გუსტავ კაიბოტის რიგი ის ნამუშევრები,რომლებიც საფრანგეთის ხელისუფლების მიერ იქნა დაწუნებული,წლების გასვლის შემდგომ აუქციონებზე გაყიდული იქნა უზარმაზარ თანხებად (2011 წელს კაიბოტის 1884 წელს დახატული ტილო – “მამაკაცი აბაზანაში” 17 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა).ასე რომ,საფრანგეთის იმ პერიოდის ხელისუფლებების უგუნური გადაწყვეტილებით,ქვეყანამ დაკარგა თავისი დიდებული ხელოვანი შვილის მიერ შექმნილი უნიკალური სახვითი ხელოვნების ათეულობით ნიმუში. (ავტორი გენია.ჯი)


გუსტავ კაიბოტის გენიალური შემოქმედება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>