მადაბას რუკა
მადაბას რუკა – წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს მოზაიკური ხელოვნებით შექმნილ რუკა-პანოს,რომელიც განთავსებულია ახლო აღმოსავლეთში მდებარე თანამედროვე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ქალაქ მადაბაში.ეს უნიკალური რუკა სპეციალისტთა ვარაუდით დამზადებული უნდა იყოს VI საუკუნეში დღემდე დაუდგენელი ბიზანტიელი ოსტატების მიერ.სწორედ VI საუკუნეში გაუკეთა უცნობმა კარტოგრაფმა გრანდიოზული საჩუქარი ქრისტიან მორწმუნეებსა და პილიგრიმებს,რადგან სწორედ იგი გახლდათ ადამიანი,რომელმაც შეადგინა პალესტინისა და მისი შემოგარენი სახელმწიფოების პირველი რუკა.რაც ყველაზე ნიშანდობლივია,გახლავთ ის,რომ რუკაზე დატანილი ობიექტები საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან არის ნაჩვენები.თუ როგორ შეძლო უცნობმა კარტოგრაფმა აღნიშნული დავალების შესრულება,გეოგრაფებისა და ისტორიკოსებისათვის კვლავაც გამოცანად რჩება. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა არსებობს ვერსია,რომლის თანახმადაც III საუკუნეში ისრაელის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კეისარიაში ცხოვრობდა ეპისკოპოსი – ევსებია პანფილოსი,რომელსაც – “საეკლესიო ისტორიის მამად” მოიხსენიებენ.მან შეადგინა – “ონომასტიკონი”,რომელიც გახდა კიდეც პირველი გზამკვლევი პალესტინის მასშტაბით.მასში დეტალურად იყო აღწერილი ყველა ის ადგილი,რომელიც ქრისტიანთა წმინდა წიგნში – ბიბლიაში იყო მოხსენიებული.აღნიშნულის გამო,ევსებიას მიერ შედგენილი “ონომასტიკონი” აღიარებული იქნა კიდეც ბიბლიური გეოგრაფიის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად.როგოც ვარაუდობენ,მადაბას რუკის შექმნისას ჩვენთვის უცნობმა კარტოგრაფმა,ევსეებიას მიერ შექმნილი “ონომასტიკონით” ისარგებლა,რასაც საკუთარი ფანტაზიაც თან დაურთო.მეცნიერებმა ამ უძველეს მოზაიკური ხელოვნებით შექმნილ რუკა-პანოზე, 150 სახელწოდების იდენტიფიცირება მოახდინეს.ყველა ის გეოგრაფიული ადგილი,რომელიც რუკაზეა დატანილი,ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.მათ შორის,დატანილია არაბეთის უდაბნო,ნილოსის დელტა და სხვა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობები.თუმცა,ყველაზე კარგად მადაბას რუკაზე მაინც პალესტინის გეოგრაფიული ობიექტებია გამოსახული,მათ შორის სოფლებიც კი.ქალაქების სახელწოდებები წითელი ფერის ბერძნული ასოებით არის ასახული.
მადამას რუკის შექმნიდან დიდი ხნის მანძილზე,მას პილიგრიმები მშვიდობიანი მიზნებისათვის იყენებდნენ.მაგრამ მას შემდეგ,რაც XI საუკუნეში ჯვაროსნები შეიჭრნენ წმინდა მიწაზე,აღნიშნული რუკით სარგებლობა მათაც აქტიურად დაიწყეს. (ავტორი გენია.ჯი) ბედის ირონიით,სწორედ ასე იქცა უცნობი კარტოგრაფის მიერ მშვიდობიანი მიზნებისათვის შექმნილი რუკა ჯვაროსანთა ხელში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზამკვლევად მომავალი ბრძოლების საწარმოებლად.მოგვიანებით,ჯვაროსანთა რიგებში მყოფმა კარტოგრაფებმა თავიანთი რუკების შექმნა დაიწყეს,რამაც მადამას რუკის მივიწყება დიდი ხნის განმავლობაში გამოიწვია.
XIX საუკუნის დასასრულს,კერძოდ 1894 წელს,ქალაქ მადაბაში დასახლებული იქნენ აზიზიატების ტომის ბედუინი ხალხი,რომლებმაც ახალი ეკლესიის მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით აღმოაჩნიეს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი იატაკზე განთავსებული მოზაიკური ხელოვნებით დამზადებული რუკა-პანო.მათ უმალვე მიმართეს პატრიარქ გერასიმეს,რომელმაც თავის მხრივ მადამაში მისი ნდობით აღჭურვილი არქიტექტორი გაგზავნა.არქიტექტორი ვერ ჩასწვდა რუკის უნიკალურ ღირებულებას,რამაც უნიკალური მოზაიკა წმინდა გიორგის ეკლესიის საძირკველში მოაქცია.ნაწილი მადამას რუკისა სწორედ ამ ფაქტს ემსხვერპლა.თუმცა გადარჩენილ ნაწილს დღემდე იყენებენ არქეოლოგები იერუსალიმისა და სხვა ახლო აღმოსავლეთის ისტორიული რეგიონების არქეოლოგიური კვლევების საწარმოებლად. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,მსოფლიოში ყველაზე ძველ მოზაიკურ რუკა-პანოდ მიჩნეულია ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში ეგვიპტეში დამზადებული – “ნილოსის მოზაიკა”,რომელიც თავის მხრივ,მადაბას რუკის შექმნამდე 700 წლით ადრე შეიქმნა. (ავტორი გენია.ჯი)