პლატონის ფილოსოფიიდან…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ლეგენდად ქცეული ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი – პლატონი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),მოითხოვდა,რომ ადამიანები წარმოვიდგინოთ იმ ფანტასტიკური არსებების სახით,რომელთა შესახებაც იგავურად მოგვითხრობდნენ წინაპრები. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,ქიმერის,სკილას,ცერბერისა თუ სხვათა სახით,სადაც მრავალი იდეა გაერთიანებულია ერთში.მისი მსჯელობა ადამიანის სულის სიმბოლური წარმოსახვის შესახებ კი,თავად პლატონმა შემდეგი სახით წარმოგვიდგინა:
“წარმოიდგინეთ ერთი იდეა მრავალთავიანი,მრავალხატი მხეცისა,რომლის გარშემო განლაგებულნი არიან მოთვინიერებული თუ ველური მხეცების თავები,რომელთა შეცვლა და წარმოქმნა ძალუძს იმ ერთს…წარმოიდგინეთ კიდევ ერთი იდეა ლომისა და ერთიც – ადამიანისა,ოღონდ პირველი იყოს გაცილებით უფრო დიადი,ვიდრე მეორე და თან პირველ ადგილზე იყოს პირველი იდეა,ხოლო მეორეზე – მეორე იდეა.შემდეგ შეაერთეთ ეს სამივე სახე ერთ სახედ,ხოლო გარედან მიეცით მთლიანი სახე არსებისა – ადამიანისა,ისე რომ კაცს,რომელიც მოკლებულია შინაგან ჭვრეტას და ხედავს მხოლოდ გარეგნულს,ეს ერთიანი ცოცხალი არსება წარმოუდგეს ადამიანის სახით.როცა ადამიანი ფიქრობს,რომ მისთვის სასარგებლოა უსამართლობა,ხოლო საზიანოა – სამართლიანობა,ხომ არ ნიშნავს ეს იმას,რომ ადამიანისათვის სასარგებლოა გამოკვებოს და გააძლიეროს მრავალხატი მხეცი,ხოლო შიმშილით დააძაბუნოს და დააუძლუროს ლომი და ყოველგვარი ლომისებური,რაც ხელს შეუწყობს არა მათ დაახლოვებასა და დამეგობრებას,არამედ თავისუფლების მიცემით,ურთიერთდაკბენასა და დაჭმას”. (ავტორი გენია.ჯი)