კატერინა კეპლერის შესახებ…
გენიალური გერმანელი ასტრონომის,მათემატიკოსისა და თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის – იოჰანეს კეპლერის (1571-1630 წლები) დედა – კატერინა კეპლერ-გულდელმენი,არაერთხელ იქნა ინკვიზიციის მიერ ჯადოქრობაში დადანაშაულებული.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ინკვიზიციამ მასთან ერთად ჯადოქრობაში ბრალი დასდო იოჰანესის დეიდას (კატერინას დას),რომელიც კატერინასაგან განსხვავებით აუტოდაფეზე აიყვანეს და ცოცხლად დაწვეს კიდეც. 1615 წელს გერმანიის ქალაქ ლეონბერგში დაიწყო სასამართლო პროცესი კატერინა კეპლერ-გულდელმენის წინააღმდეგ,სადაც მას ბრალს სდებდნენ მაგიით სარგებლობაში,ჯადოქრობასა და ბრუშობაში (ქალი-ვამპირი). (ავტორი გენია.ჯი) ვინმე – ურსულა რეინბოლდი მართლმსაჯულებას არწმუნებდა იმაში,რომ იმ მეცნიერის დაკავებულმა დედამ,რომლის კანონებზე დაყრდნობითაც შექმნა ისააკ ნიუტონმა – “მიზიდულობის თეორია”,მას გადასცა წამალი,რომელმაც მის ჯანმრთელობაზე საშინელი გავლენა მოახდინა და იგი დაავადა.შესაბამისად,ღრმად იყო დარწმუნებული კატერინას ჯადოქრულ თვისებებში.ბრალდებულის დაცვას აწარმოებდნენ ტიუბინგენის უნივერსიტეტის ცნობილი იურისტები,რომლებიც თავად იოჰანეს კეპლერის პირადი თხოვნით ჩაერთვნენ დედის საქმეში.მათ მოახერხეს და სასამართლო დაარწმუნეს დაკავებული ქალის უდანაშაულობაში,რის შემდეგაც კატერინა განთავისუფლებული იქნა. 1616 წელს იოჰანესმა დედა თავისთან,ავსტრიის ქალაქ ლინცში გადაიყვანა საცხოვრებლად,თუმცა ასაკოვანმა ქალმა უცხო გარემოში ყოფნას კვლავაც მშობლიურ ქალაქში დაბრუნება ამჯობინა.ოთხ წლიანი განშორების შემდეგ,კატერინა ლეონბერგში დაბრუნდა.თუმცა ჩასვლისთანავე კვლავაც ეგზეკუციის ხელში აღმოჩნდა.იოჰანეს კეპლერის ხანდაზმული დედა დააკავეს,გამოაბეს უზარმაზარი ბორკილები და ქალაქის კარიბჭესთან ხალხის საჩვენებლად და დასათრგუნავად დააბეს.მიუხედავად უამრავი მუქარისა,მან განაცხადა,რომ ჯადოქრობის აღიარებას მოწამეობრივი სიკვდილი ერჩივნა.კატერინას სასამართლო პროცესი მთელი 14 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ იგი 1620 წელს გამართლებული იქნა.განთავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ კი, 1621 წლის ოქტომბრის თვეში,ინკვიზიციის ბრჭყალებიდან ორჯერ თავდახსნილი (რაც იმ პერიოდისათვის უიშვიათესი მოვლენა იყო) და განაწამები ქალი გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)
იოჰანეს კეპლერი